1. მუნიციპალიტეტი ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ ადმინისტრაციული ერთეულების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც ადმინისტრაციული ერთეული წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს.

3. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების მიე