1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

2. ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.

4. ბენეფიციარი ვალდებულია 2019 წლის ყოველი კვარტლის დასრულებისას თვის 25 რიცხვამდე წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა). აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარებ