1. ქვეპროგამით მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ჩართულია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და იმყოფება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე.
2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) ქვეპროგრამის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის პროგრამის ბენეფიციარი);
გ) დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ფორმა №IV-100ა;
დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი წესით (დედანი);
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად).
3. გამონაკლისი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
4. ბენეფიციარის ქვეპროგრამით სარგებლობა დამოკიდებულია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ამ წესით დადგენილ მოთხვონებთა