ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ქ. ზუგდიდი, კიკალიშვილის ქუჩა |
| 2 | ქ.ზუგდიდი, ნარმანიას ქუჩა |
| 3 | ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა |
| 4 | ქ.ზუგდიდი, კიტიას ქუჩა |
| 5 | ქ.ზუგდიდი, მარცხენა სანაპიროს ქუჩა |
| 6 | ქ.ზუგდიდი |
| 7 | ქ.ზუგდიდი, გ.გულუას ქუჩა |
| 8 | ქ.ზუგდიდი, ქუჯის ჩიხი |
| 9 | ქ.ზუგდიდი, ზ.გამსახურდიას გამზირი №45 |
| 10 | ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა |
| 11 | ქ. ზუგდიდი, ი. მეუნარგიას ქუჩა |
| 12 | ქ. ზუგდიდი, კედიას ქუჩა |
| 13 | ქ. ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზირი |
| 14 | ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა |
| 15 | ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №97
2018 წლის 21 დეკემბერი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის და ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები (დანართი №2)
მუხლი 3🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 კვირა – 3 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 1 თვე – 10 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 3 თვე – 15 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 90 კალენდარული დღის განმავლობაში);
დ) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 180 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 1 წელი – 40 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
მუხლი 4🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კედიას ქუჩაზე და კედიას ქუჩის მესამე ჩიხში (შპს „სუპერმარკეტის“ მიმდებარე ტერიტორია) პარკირების ღირებულება განისაზღვროს საათში 1 ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗
პარკირების საათობრივი გადასახდელის გადახდა, დგომის დროის ათვლისა და აღნიშნულის აღრიცხვა-ადმინისტრირება განახორციელოს პარკირების ოპერატორმა.
მუხლი 6🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მოქალაქეთა ინფორმირებულობა დადგენილების თაობაზე.
მუხლი 7🔗
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-10 მუხლისა ამოქმედდეს 2019 წლის პირველი თებერვლიდან;
2. დადგენილების მე-10 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი მარტიდან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ჩერდება ან დგას დანართი №2-ით დამტკიცებულ ადგილზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლისა, არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, აგრეთვე ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი-ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა ავტოსატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა-მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა)-საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი-ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) – ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
ი) მარშრუტი-პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი-ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება-დგომის ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი-დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
ნ) პარკირების ოპერატორი-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/ შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე პირობები;
პ) პარკირების საფასური-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ჟ) პირი-საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
რ) საგზაო მონიშვნა – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობა-გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე-პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
უ) საგზაო ნიშანი –„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ფ) სამარშუტო ავტოსატრანსპორტო საშუალება-გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ქ) ავტოსატრანსპორტო საშუალება-გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ღ) საცნობი ნიშანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
ყ) სპეციალური პარკირების ადგილი – ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
შ) სპეციალური საშვი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი;
ჩ) ტაქსი-დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ც) ტროტუარი-გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
ძ) ქვეითთა გადასასვლელი-სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1-1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
წ) ქვეითი-საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ - ეტლით გადაადგილდება;
ჭ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი-საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
ხ) დოკუმენტი, რომელიც წინამდებარე წესით დადგენილ ფარგლებში მძღოლს ანიჭებს უფლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისარგებლოს საპარკინგე ზონებით.
მუხლი 3🔗.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის გადახდა
1.ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.პარკირების ადგილზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;
ე) ინკასაციისთვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის;
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესების:
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) ავტოსატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ტერიტორიაზე შემომავალი ( M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის გათვალისწინებით;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
მუხლი 4🔗.
პარკირების, გაჩერების და დგომის მართვა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და აუქციონით შერჩეული იურიდიული პირების მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 5🔗.
პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიანად ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
მუხლი 6🔗.
პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ფიზიკური ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტროტუარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მონიშვნა.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მონიშვნები.
9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნის (დაფის) გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე მონიშვნებით სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანაზე ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირებაზე.
10. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
11. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
12. გზაზე რეკლამის მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი;
13. დაუშვებელია პარკირების ადგილზე მდგომი/გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
მუხლი 7🔗.
სპეციალური პარკირების და პირობების განსაზღვრა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;
ბ) ტაქსების (ასევე ტაქსის საცნობი ნიშნით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების), ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიული და ტოქსიკური ნივთიერების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის;
2. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად სამსახურის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება.
მუხლი 8🔗.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1.ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართული ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას – პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2.ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოხდეს პარკირება;
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
მუხლი 9🔗.
პარკირების საფასურის გადახდა
1. პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TES” ნომერი.
4. პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს;
8. პარკირების საფასურის, პარკირების წესების დარღვევისათვის, ასევე პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა განხორციელდეს პარკირების ოპერატორის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
პარკირების წესების დარღვევა
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა ან დადგენილი პარკირების წესების დარღვევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელიც ექვემდებარება დაჯარიმებას, გარკვეულ შემთხვევაში კი შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას აგრეთვე სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი ოქმის შევსება განახორციელოს პარკინგის ოპერატორმა.
3. პარკინგის ოპერატორი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
4. პარკინგის ოპერატორი ვალდებულია სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანისას ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
მუხლი 11🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გასაჩივრება
ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით.
მუხლი 12🔗.
საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურს (შემდეგში-სამსახური) და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.
3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.
4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და დაურთოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი,
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის შესაბამისად - 3 წლის ვადით. მე-2 პუნქტის შესაბამისად - არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად-ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობის ნიშნის მფლობელის მიერ სამსახურში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სამსახური ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურში წარადგინოს ხელახლა, რის შედეგადაც სამსახურის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადი.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამსახურს.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით სამსახურს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალებების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში თუ;
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე:
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
მუხლი 13🔗.
სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება
1. სპეციალური საშვის მისაღებად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი წერილობითი ფორმით მიმართავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც სპეციალური საშვის გაცემას ავალდებულებს სამსახურს.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირისთვის შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც დასამტკიცებელ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს, დამტკიცების შემდეგ სპეციალური საშვის ფორმა ასევე ეგზავნება პარკირების ოპერატორს.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 14🔗.
დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანაა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
მუხლი 15🔗.
კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების კონტროლსა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება პარკირების ოპერატორს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და სადგომზე შენახვის საფასურის ოდენობას ადგენს შესაბამისი პარკირების ოპერატორი ამ მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯების მიხედვით.
6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სპეციალური დაცულ სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან/და მესაკუთრემ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციალური დაცულ სადგომიდან გაყვანისას პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციის საბუთი.
დანართი №2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები
№
ობიექტის მისამართი
ობიექტის დასახელება (პარკირებისათვის გამოყოფილი ტერიტორია)
მიწის (უძრავი ქონების)
საკადასტრო კოდი
1
ქ. ზუგდიდი, კიკალიშვილის ქუჩა
4594 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-289 კვ.მ; №2-54 კვ.მ; №3-225 კვ.მ; №4-105 კვ.მ; №5-147 კვ.მ
№43.31.67.282
2
ქ.ზუგდიდი, ნარმანიას ქუჩა
1247 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-202 კვ.მ
№43.31.49.329
3
ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა
3056 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-438 კვ.მ; №2-148 კვ.მ
№43.31.49.407
4
ქ.ზუგდიდი, კიტიას ქუჩა
1992 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-117 კვ.მ
№43.31.67.284
5
ქ.ზუგდიდი, მარცხენა სანაპიროს ქუჩა
1239 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-453 კვ.მ
№43.31.49.271
6
ქ.ზუგდიდი
1032 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-161 კვ.მ
№43.31.49.339
7
ქ.ზუგდიდი, გ.გულუას ქუჩა
3645 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-216 კვ.მ; №2-244 კვ.მ; №3-125 კვ.მ; №4-709 კვ.მ
№43.31.48.205
8
ქ.ზუგდიდი, ქუჯის ჩიხი
2744 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-292 კვ.მ
№43.31.58.264
9
ქ.ზუგდიდი, ზ.გამსახურდიას გამზირი №45
3405 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-181 კვ.მ
№43.31.55.490
10
ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა
2278 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-56 კვ.მ; №2-161 კვ.მ; №3-200 კვ.მ
№43.31.55.474
11
ქ. ზუგდიდი, ი. მეუნარგიას ქუჩა
1750 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-91 კვ.მ; №2-179 კვ.მ;
№43.31.55.476
12
ქ. ზუგდიდი, კედიას ქუჩა
1980 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-476 კვ.მ; №2-535 კვ.მ;
№43.31.55.482
13
ქ. ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზირი
10796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-51 კვ.მ; №2-69 კვ.მ; №3-211 კვ.მ; №4-61 კვ.მ; №5-123 კვ.მ; №6-17 კვ.მ; №7-163 კვ.მ
№43.31.55.630
14
ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა
4559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-245 კვ.მ; №2-296 კვ.მ
№43.31.67.235
15
ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა
5762 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-200 კვ.მ
№43.31.67.283
16
ქ.ზუგდიდი, აღმაშენებლის ქუჩა
35122 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-30 კვ.მ;
№43.31.76.189
17
ქ.ზუგდიდი, მეუნარგიას ქუჩა
3690 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-47 კვ.მ; №2-67 კვ.მ; №3-183 კვ.მ; №4-112 კვ.მ; №5-172 კვ.მ; №6-360 კვ.მ
№43.31.49.330
18
ქ.ზუგდიდი, მარცხენა სანაპიროს ქუჩა
3114 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-258 კვ.მ
№43.31.49.335
19
ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა
9995 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-206 კვ.მ; №2-347 კვ.მ; №3-166 კვ.მ; №4-209 კვ.მ; №5-232 კვ.მ
№43.31.49.345
20
ქ.ზუგდიდი, კედიას მესამე ჩიხი
1803 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-153 კვ.მ; №2-142 კვ.მ;
№43.31.55.423
21
ქ.ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზირი
7590 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-518 კვ.მ; №2-226 კვ.მ; №3-383 კვ.მ; №4-239 კვ.მ; №5-253 კვ.მ
№43.34.55.427
22
ქ.ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზირი
6711 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან: №1-183 კვ.მ; №2-164 კვ.მ; №3-91 კვ.მ
№43.34.55.428
23
ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა
2147 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან:№1-157 კვ.მ
№43.34.55.469
24
ქ. ზუგდიდი, კ.გამსახურდიას ქუჩა №206
704 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
№43.31.73.221