ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2018 წლის 27 დეკემბერი ქ. ახალციხე |
|
ა) ზეგანაკვეთური სამუშაო – სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.
ბ) ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირი ასრულებს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ანგრძლივობა
არ აღემატება 7 საათს.
გ) დასვენების/უქმე დღე – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული დასვენების/უქმე დღე.
2. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება შეიძლება გაიცეს უშუალოდ მერის/საკრებულოს თავმჯდომარის, მათი მოადგილეების მიერ ზეპირი დავალების გაცემის ან უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათზე თანხმობის გაცემის სახით.
3. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება უნდა გაიცეს წერილობითი ფორმით. ამასთან, წერილობით ფორმას უთანაბრდება დავალების გაცემა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
4. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება ან მოხსენებითი ბარათი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ, (რომელზეც თანხმობას გასცემს მერი/საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები) უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების აუცილებლობის შესახებ.
5. შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის პირს მიეცემა სახელფასო დანამატი, ყოველი ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით.
6. მოხელის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.
7. ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აღრიცხვის მიზნით დგება ტაბელი, რომელსაც ხელს აწერს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე დავალების გამცემი პირი.
8. ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის პირს მიეცემა სახელფასო დანამატი, ყოველი ფაქტობრივად ნამუშევარი საათისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 2%-ის ოდენობით.
3. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ზეგანაკვეთური სამუშაო დროის გამოყენების
ტ ა ბ ე ლ ი “_____” _________________ ______ წ.
ორგანიზაცია ________________________________________________________________
საჯარო დაწესებულება/სტრუქტურული ქვედანაყოფი __________________________________
საანგარიშო პერიოდი__________________________________________________________
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2018. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.138.016369.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.02.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №55, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4424400/