კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2018 ძალადაკარგული 18.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016389
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №36

2018 წლის 21 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
კასპის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეიქმნას, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა) ქალაქ კასპის,  ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი კასპი, სოფელი მიქელწყარო);

ბ) დოესის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი დოესი, სოფელი გრაკალი);

გ) ხოვლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ხოვლე);

დ) ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ზემო ხანდაკი, სოფელი კალოუბანი, სოფელი ზენადრისი);

ე) თელიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი თელიანი, სოფელი სასირეთი);

ვ) მეტეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი მეტეხი, სოფელი ბარნაბიაანთკარი, სოფელი სადგური მეტეხი);

ზ) ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო გომი, სოფელი ნიაბი, სოფელი ბორტა);

თ) ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ახალქალაქი, სოფელი ზემო ჩოჩეთი, სოფელი თეძმისხევი, სოფელი ახალსოფელი, სოფელი ჩაჩუბეთი, სოფელი კაპრაშიანი, სოფელი გარიყულა, სოფელი ერთაწმინდა, სოფელი რკონი, სოფელი ჭყოპიანი);

ი) ახალციხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ახალციხე, სოფელი ნოსტე, სოფელი მთიულთუბანი, სოფელი გოსტიბე, სოფელი ცხავერი);

კ) კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კავთისხევი, სოფელი ქვემო ჩოჩეთი, სოფელი ციხისუბანი, სოფელი თვალადი, სოფელი ეზატი, სოფელი გუდალეთი, სოფელი შუა უბანი, სოფელი ქებაანი, სოფელი წიფორი, სოფელი ქვემო ხანდაკი, სოფელი მირიანი, სოფელი ვარჯაანი);

ლ)  წინარეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი წინარეხი, სოფელი თელადგორი, სოფელი გომი-ჯვარი, სოფელი ლავრისხევი, სოფელი იდლეთი);

მ) აღაიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი აღაიანი, სოფელი ხიდისყური, სოფელი საქადაგიანო);

ნ) ოკამის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ოკამი, სოფელი ფერმა, სოფელი ჩანგილარი, სოფელი თეზი);

ო) ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლამისყანა, სოფელი ხვითი, სოფელი თვაურები);

პ) სამთავისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი სამთავისი, სოფელი ბოჟამი, სოფელი თოგოიანი, სოფელი იგოეთი, სოფელი მრგვალი ჭალა);

ჟ) ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო ჭალა, სოფელი ახალშენა, სოფელი საკორინთლო, სოფელი გორაკა, სოფელი პანტიანი, სოფელი ვაკე, სოფელი გამდლისწყარო);

რ) კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კოდისწყარო, სოფელი ზადიაანთკარი, სოფელი ყარაფილა, სოფელი სარიბარი, სოფელი ჩობალაური, სოფელი ნიგოზა, სოფელი ზემო რენე, სოფელი ქვემო რენე).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 22/01/2018;010250020.35.149.016355).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2019.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“?
„კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ მიღებულია 21.12.2018. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.149.016389.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.01.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“, №36, 21.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016389 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4424575/