„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ |
|
2018 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დამტკიცდეს სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეების რესურსსკოლებში და რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად.“.
2. 21 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
რესურსსკოლებში და პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; ან/და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვა, სადაც ირიცხება მოსწავლე.
2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.
3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
4. ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მიმართვის თარიღიდან არაუმეტეს 3 თვით ადრე.
5. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა კონკრეტულ რესურსსკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის მიზანშეწონილობაზე.
6. სენსორული (სმენითი) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:
ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი;
ბ) აუდიოგრამა, რომლის მიხედვით ბავშვის ორივე ყურის სმენის ზღურბლი არ უნდა იყოს 61 დბ-ზე დაბალი.
7. სენსორული (მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:
ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი;
ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომლის მიხედვით მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება არის უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.
8. ინტელექტუალური დარღვევების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:
ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი;
ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებულია სამედიცინო დიაგნოზი.
9. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რესურსსკოლებში ჩარიცხვის შემთხვევაში.
10. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩაირიცხება მოსწავლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს რესურსსკოლა. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონში ჩარიცხვისთვის მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა რესურსსკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მონაცემებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №67/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.22.022.017624.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №67/ნ, 31.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017624 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4424659/