„თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოვალე – შპს „თბილსათბობმშენი“
წარმომადგენელი – თამაზ გიორგაძე
კრედიტორი – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი-სალომე გულოშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „თბილსათბობმშენი“-ის გადახდისუუნარობის საქმე.
2018 წლის 17 დეკემბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-17, 29-ე, 30-ე, 36-ე, მე-40 მუხლებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით
დაადგინა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „თბილსათბობმშენი“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2019 წლის 23 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №30.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე.