სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
2018 წლის 21 დეკემბერს, სს „საქართველოს ბანკის” (ს/კ: 20437869) (შემდგომში – „ბანკი“) აქციების 79, 62%-ის მფლობელის, სს „ბიჯეო ჯგუფის” (ს/კ: 405103034, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, გაგარინის 29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორით, კახაბერ კიკნაველიძე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე:
პრეამბულა:
ვინაიდან, აქციონერი ფლობს ბანკის ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის” მოქმედი წესდების (შემდგომში „წესდება“) 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ტოლფასია და ითვლება საერთო კრების გადაწყვეტილებად;
ვინაიდან, ბანკის წესდების მიხედვით, ბანკის ავტორიზებული კაპიტალი შედგება 43,308,125 (ორმოცდასამი მილიონ სამას რვა ათას ასოცდახუთი) ჩვეულებრივი აქციისაგან, რომელთაგან 27,821,150 (ოცდაშვიდი მილიონ რვაას ოცდაერთი ათას ას ორმოცდაათი) აქცია გამოშვებული და ბანკის აქციონერთა მფლობელობაშია, ხოლო 15,486,975 (თხუთმეტი მილიონ ოთხას ოთხმოცდაექვსი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ჩვეულებრივი აქცია ავტორიზებულია, მაგრამ არ არის გამოშვებული ბანკის მიერ;
ვინაიდან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით („სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება“) და ბანკის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით („დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება“), საჭიროა გაიზარდოს ბანკის კაპიტალი წესდების ფარგლებში გაცხადებული (ნებადართული) კაპიტალის ფარგლებში 172,510 (ას სამოცდათორმეტი ათას ხუთას ათი) ჩვეულებრივი აქციის გამოშვებით, თითოეულის შესასყიდი ფასით 77.20 (სამოცდაჩვიდმეტი მთელი ოცი) ლარი („ახალი აქციები“);
ვინაიდან, წესდების 3.6 და 7.1.2 მუხლების მიხედვითმიხედვით, აქციონერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ ახალი აქციების გამოშვების გზით და ახლად გამოშვებული აქციის შესასყიდი ფასი არ უნდა იყოს მის ნომინალურ ღირებულებაზე, ანუ 1(ერთი) ლარზე ნაკლები,
აქციონერმა განიხილა შემდგომი დღის წესრიგი:
დღის წესრიგი:
1. ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდა წესდების 3.1. მუხლის შესაბამისად გაცხადებული (ნებადართული) კაპიტალის ფარგლებში ახალი აქციების, კერძოდ 172,510 (ას სამოცდათორმეტი ათას ხუთას ათი) ჩვეულებრივი აქციის გამოშვებით, თითოეულის შესასყიდი ფასით 77.20 (სამოცდაჩვიდმეტი მთელი ოცი) ლარი; და
2. წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მინორიტარი აქციონერებისათვის გამოსყიდვის უფლების შესახებ შეტყობინება.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1 საკითხი – ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ:
1. ბანკის მიერ მისი ბიზნესის შემდგომი განვითარებისა და ზრდის მიზნებისათვის, ახალი აქციების დროული რეალიზაციით კაპიტალის გაზრდის საჭიროებიდან გამომდინარე, დამტკიცდეს ბანკის მიერ შემდგომი ახალი აქციების გამოშვება:
a. აქციათა ტიპი და ოდენობა: 172,510 (ას სამოცდათორმეტი ათას ხუთას ათი) ჩვეულებრივი აქცია;
b. ნომინალური ღირებულება: 1 (ერთი) ლარი;
c. შესასყიდი ფასი: 77.20 (სამოცდაჩვიდმეტი მთელი ოცი) ლარი;
d. გამოშვების თარიღი: არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა,
რომლებზეც გაუქმებულია ბანკის არსებული აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლება,
2. დაევალოს ბანკის გენერალურ დირექტორს ბატონ კახაბერ კიკნაველიძეს ( ბრიტანეთის მოქალაქე, პასპორტის ნომერი: 536565856 ), ან/და დირექტორთა საბჭოს ნებისმიერ წევრს, მათ შორის და არა მხოლოდ, ბატონ დავით წიკლაურს (საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 01015008548), ინდივიდუალურად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში, განახორციელონ ყველა და ნებისმიერი საჭირო ქმედება წინამდებარე გადაწყვეტილების აღსასრულებლად კერძოდ, უზრუნველყონ ახალი აქციების გამოშვება ზემორე პირობების შესაბამისად და მათი განთავსების/გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე, ახალი აქციების მესაკუთრეთა რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით მათი შეძენისთანავე ბანკის აქციათა რეგისტრატორთან, სს „კავკასრეესტში“. ეს უფლებამოსილება ზემოთ ხსენებულ პირებს მიენიჭოთ მათი შეხედულებისამებრ გადანდობის უფლებით.
II საკითხი - გამოქვეყნება და მინორიტარი აქციონერებისათვის გამოსყიდვის უფლების შეტყობინება
1. წინამდებარე გადაწყვეტილება გამოქვეყნებულ იქნეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ბანკის აქციების 19.9%-ის წილის მფლობელ კომპანია „ბენქ ოფ ჯორჯია გრუფ ფლს“-ს ეცნობოს წინამდებარე გადაწყვეტილების თაობაზე დაზღვეული ფოსტით.
2. ბანკის აქციონერებს, რომლებიც არ ეთანხმებიან წინამდებარე გადაწყვეტილებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბანკის წესდებით განსაზღვრული პირობებით აქვთ უფლება, ბანკს წარუდგინონ მოთხოვნა მათი კუთვნილი აქციების გამოსყიდვის შესახებ.