„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№647
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.020924
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №647

2018 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.10.003.020291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

ბ.ა) ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა;

ბ.ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ხარჯები;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) NordDRG-ის გამოყენების უფლების ლიცენზიისა და NordDRG Grouper პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“, მე-2 პუნქტის 2.2 პუნქტით განსაზღვრული თანხის  სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“, მე-11 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა“ და  მე-14 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“   ანგარიშებზე მიმართვა;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფომ“ და სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა უზრუნველყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 24 138.7 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

5 002.5

1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

1.2. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი

2.5

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

1 559.1

 

2.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო  გადასახადის  გადახდა

430.0

 

2.2. ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვის  ხარჯები

1 129.1

3

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

4

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების  შესყიდვა

37.5

5

საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის  სამედიცინო  მოწყობილობების შესყიდვა

11.7

6

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა

170.0

7

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

7 115.2

 

7.1.  52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

525.7

7.2. სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა

91.2

7.3. რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

108.8

 

7.4. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების (12 ერთეული მაღალი გამავლობის, 7 ერთეული რეანიმობილი, 17 ერთეული მიკროავტობუსის ტიპის) შესყიდვა

5 617.7

 

7.5. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

771.8

8

საინჟინრო სამუშაოები

1.2

9

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები

1.5

10

საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა

384.8

11

შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის გამოსყიდვა

1 943.1

12

სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/ მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა ცენტრის“) მოწყობის შესყიდვა

7 162.5

13

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

531.1

14

შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები

50.0

15

NordDRG-ის გამოყენების უფლების ლიცენზიისა და NordDRG Grouper პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

120.5

 

სულ:

  24 138.7.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე