სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-2183/ო
2018 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“(მუხლი 6; მუხლი8; მუხლი10) და “სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების (დანართი № 1) შესაბამისად, ვბრძანებ :
1. გაიცეს შპს „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13ა) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „მოლეკულურ - პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი N6) .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი“ – შპს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“გენერალური დირექტორის გ. წივწივაძის განცხადებები: N119127 07.11.2018წ; N119869 08.11.2018წ.
ადგილზე შემოწმების აქტი N1768-226 , 17.12.2018წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი N13 18.12.2018წ.
ს აა გ ე ნ ტ ო ს უ ფ რ ო ს ი ს მ ო ვ ა ლ ე ო ბი ს შ ე მს რ უ ლ ე ბ ე ლ ი თ ე ი მუ რ ა ზ პ ი რ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ“ მიღებულია 19.12.2018. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-2183/ო.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ“, №02-2183/ო, 19.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4431086/