სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4235-რს
სარეგისტრაციო კოდი 120260020.09.001.016504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2018
matsne.gov.ge 155 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე   ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4235-რს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 12.08.2024 ნონა ქენქაძე და კახაბერ ძაგანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 80% 27.12.2024 ვახტანგ ქობალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 80% 28.11.2025 „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 79% 05.03.2021 „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 79% 18.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს სამხედრო ფიცის ტექსტი (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო ფიცის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 12 იანვრის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №3, იანვარი, 1993 წელი, მუხ. 4). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4235-რს სამხედრო ფიცი მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში: ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი.