სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№259
სარეგისტრაციო კოდი
120000000.10.003.024654
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2024 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
თავდაცვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სამხედრო ფიცის ტექსტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სამხედრო ფიცი
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში:

ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;

ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები;

ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;

ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;

ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის.

თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.2024.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
„სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.08.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №259. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.10.003.024654.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“, №259, 12.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024654 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6246375/