სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს სამხედრო ფიცის ტექსტი (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო ფიცის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 12 იანვრის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №3, იანვარი, 1993 წელი, მუხ. 4).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4235-რს |
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში:
ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;
ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები;
ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;
ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;
ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის.
თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4235-რს. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.09.001.016504.
- სად არის „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“, №4235-რს, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120260020.09.001.016504 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4431793/