სს „კრედო ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

სს „კრედო ბანკის“ აქციონერთა წლიური კრების დღის წესრიგის შესახებ

2019 წლის 24 იანვარს, თბილისში, საქართველოში გასამართი აქციონერთა წლიური საერთო კრების (N ასკ 1 9 -0 1 ) დღის წესრიგი

 

1 9 -0 1 -01საერთ ო კრების თავმჯდომარის და მდივნის განსაზღვრა......... ............ .............1

1 9 -0 1 -02კვორუმის დადგენა................... ......................................................................... ................1

19-01-0 3 ბანკის წესდებაში ცვლილებების შეტანა....................................................... 1

19-01-0 4 ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევა...............  ..............................1

 

19-01-01 საერთ ო კრების თავმჯდომარის და მდივნის განსაზღვრა

საერთო კრებას გაუძღვება ბ-ნი დან ბალკე (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

19-01-02 კვორუმის დადგენა

აქციონერთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია და კვორუმი შემდგარია, თუ კრებას ესწრება არანაკლებ 7 0 % აქციების მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები).

 

19-01-03 ბანკის წესდებაში ცვლილებების შეტანა

8.1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სულ მცირე 5 (ხუთი) წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა და გადარჩევა/გადაყენება ხდება აქციონერთა საერთო კრების მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

შენიშვნა: სს ,,კრედო ბანკის“ წესდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ითვალიწინებს წევრთა კენტ რაოდენობას.ვინაიდან, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში წევრთა კენტ რაოდენობაზე მითითებას 2017 წლიდან აღარ ითვალისწინებს, აუცილებელია წესდების ზემოაღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

8.13.(5) უძრავი ქონების და მასთან დაკავშირებული საკუთრების უფლებების შეძენა, გადაცემა და უფლებრივად დატვირთვა, თუ ასეთი ოპერაციები სცილდება ბანკის ყოველდღიური ეკონომიკური საქმიანობის სფეროს და თუ ასეთი ოპერაციების მოცულობა აჭარბებს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარს.

 

8.13.(6) ფინანსური სახსრების მოზიდვა, თუ ეს სცილდება ბანკის ყოველდღიური ეკონომიკური საქმიანობის სფეროს და თუ ასეთი სესხის მოცულობა აჭარბებს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარს.

 

შენიშვნა: ცვლილებების შეტანა გამოწვეულია ბანკის ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის პროცესში მაღალბიუჯეტიანი გადაწყვეტილებების მიღების სიმრავლით.

 

9.1.2. დირექტორთა საბჭო შედგება სულ მცირე 3 (სამი) წევრისაგან. საბჭოს წევრების არჩევა და გადარჩევა ხდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. დირექტორთა საბჭოს წევრების წარდგენისა და არჩევის წესი დგინდება წინამდებარე წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

შენიშვნა: 2018 წლისსაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული კორპორაციული მართვის კოდექსით, რომლის მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა, კომერციული ბანკს უნდა ჰყავდეს რისკების დირექტორი, რის გამოც ბანკის დირექტორთა საბჭოში შესაძლოა საჭირო გახდეს ახალი წევრის დამატება.

 

19-01-04 ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევა

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად არჩეულ იქნეს ბატონი ანდრეი პოსპილოვსკი .

 

შენიშვნა: სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრის არჩევა ხორციელდება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში 2017 წელს შეტანილი ცვლილების საფუძველზე.

 

სს „კრედო ბანკის“ გენერალური

დირექტორი                                                              ზ. ფირცხალავა