საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 663 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 663. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით:
ა) I დანართში შეტანილი სახეობის ცოცხალი ცხოველისა ან მცენარისა − 4 000 ლარის ოდენობით;
ბ) I დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისა (გარდა სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა) − 3 000 ლარის ოდენობით;
გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა − 5 000 ლარის ოდენობით;
დ) სპილოს მთლიანი ეშვისა − 3 ცალისა ან 3 ცალზე მეტისა − 10 000 ლარის ოდენობით;
ე) მარტორქის მთლიანი რქისა − 2 ცალისა ან 2 ცალზე მეტისა − 10 000 ლარის ოდენობით;
ვ) II დანართში შეტანილი სახეობის ცოცხალი ცხოველისა (გარდა უხერხემლოებისა) ან მცენარისა − 3 000 ლარის ოდენობით;
ზ) II დანართში შეტანილი უხერხემლოების ცოცხალი ინდივიდისა − 800 ლარის ოდენობით;
თ) II დანართში შეტანილი სახეობის ნაწილისა − 800 ლარის ოდენობით;
ი) II დანართში შეტანილი სახეობის დერივატისა − 500 ლარის ოდენობით;
კ) III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისა − 300 ლარის ოდენობით.“.
2. 664 მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.
3. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555, 1556, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე−1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2018 წ. N4029-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
- მუხლი 663. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილ
- მუხლი 664. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4029-რს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.019382.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4029-რს, 22.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019382 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4433881/