ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ღონისძიებების დასახელება |
| 1. | სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის |
| 2. | დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში. |
| 3. | საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის. |
| 4. | უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის |
| 5. | ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
| ა. ბ. გ. დ. | მე-2 შვილის შეძენისათვის |
| 6. | სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი |
| ა. | ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დახმარება |
| ბ. | სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის. |
| 7. | კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ფინანსური დახმარება |
| 8. | ვეტერანთა დახმარებისათვის |
| 9. | შ.შ.მ. პირთა დახმარება |
| ა | 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა ფინანსური დახმარება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.12.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №78
2018 წლის 28 დეკემბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი (წესი დანართის სახით თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე, ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge 08.01.2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016276)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი პროგრამული კოდი 0602
ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201. წლიური დაფინანსება 162 000 ლარი.
1.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან/და წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც აღწერილი იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა.
ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები მიუხედავად სოციალური სტატუსისა.
1.2. სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფა.
1.2.1. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:
ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს წარმოდგენილი თანხის ნახევრისა.
ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001 – ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, არაუმეტეს 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30%.
გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2001 – ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარისა.
დ) თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 2001 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 600 ლარისა.
ე) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება |მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისიის“ (შემდგომში კომისიის) გადაწყვეტილებით.
ვ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
1.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
1.2.3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
ბ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შშმ პირები.
გ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
დ) ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
ე) თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
ვ) ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
ზ) პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
1.3. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
1.3.1. სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები:
ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;
ბ) თირკმლის უკმარისობა
გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;
დ) შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური განგრენა, დიაბეტური თვალი);
ე) პარკინსონის დაავადება;
ვ) ეპილეფსია;
ზ) ბრონქული ასთმა;
თ) მიასთენია;
ი) ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი);
კ) ცერებრალური დამბლა;
ლ) ფსორიაზი;
მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;
ნ) პნევმონია;
ო) გლაუკომა, კატარაქტა;
პ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ჟ) წითელი ქარი
რ) სეფსისი, პერიტონიტი
ს) სოციალურად დაუცველი, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, მიუხედავად დიაგნოზისა.
1.3.3. მედიკამენტებით დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად:
ა) ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის – 100 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის პაციენტებისათვის 50-70 ლარის ოდენობით.
ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
1.3.4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
1.4. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 2🔗.
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 060202. წლიური დაფინანსება 2 000 ლარი
2.1. პროგრამით ისარგებლებენ:
მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით - ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
2.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება. პროგრამული კოდი 060203. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი
3.1. პროგრამით ისარგებლებენ:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (მშობელი, მეუღლე ან შვილი) – ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.
3.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის. პროგრამული კოდი 060204. წლიური დაფინანსება 50 000 ლარი
4.1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები, (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).
4.2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი: თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.
4.3. მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.
4.4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4.5. მრავალსულიანი (ოთხი და მეტი წევრი) ოჯახის მომართვისას, უფასო სასადილოს ბენეფიციარად შეირჩევა არაუმეტეს სამი პირისა.
4.6. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სარეზერვო სიაში.
4.7. კომისია უფლებამოსილია უარი უთხრას პირს უფასო სასადილოს მომსახურების მიღებაზე, თუ იგი, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.
მუხლი 5🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 06 02 05. წლიური დაფინანსება 30 000 ლარი.
5.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ახალშობილთა ოჯახები ერთჯერადი ფინანსური დახმარებით.
ა) მე-2 შვილის შეძენისას 200 ლარი,
ბ) მე-3 შვილის შეძენისას 300 ლარი,
გ) მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისას 400 ლარი,
დ) ტყუპების შეძენისას 600 ლარი
5.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
5.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი. პროგრამული კოდი 06 02 06. წლიური დაფინანსება 40 000 ლარი.
6.1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება : (დაფინანსება 10 000 ლარი).
6.1.1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება.
დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს - 2500 ლარისა.
6.1.2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
დ) ცნობა ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა.
ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
6.1.3. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი (,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი) კომისიის მიერ.
6.1.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
6.2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა. წლიური დაფინანსება: 30 000 ლარი.
6.2.1. ქვეპროგრამის ფარგლებში, მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და /ან სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი, უზრუნვეყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით.
6.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;
დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;
6.2.3. სტიქიით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადასტურება და ქირით გასაყვანი ბენეფიციარის გამოვლენა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ.
6.2.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗.
კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. წლიური დაფინანსება 40 000 ლარი. პროგრამული კოდი 06 02 07
7.1. პროგრამით ისარგებლებენ:
კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახები კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით არაუმეტეს 300 ლარისა.
7.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ.
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
7.3. დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
7.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ვეტერანთა დახმარება . პროგრამული კოდი 06 02 08. წლიური დაფინანსება 10 000 ლარი
8.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - თითოეული 200 ლარის ოდენობით და მარჩენალდაკარგულები თითოეული – 100 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები თითოეული – 100 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად გაჭირვებული ვეტერანები თითოეული – 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით.
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები თითოეული – 100 ლარის ოდენობით.
8.2. ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) შერჩევა მოხდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, მერის წარმომადგენლის მიერ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.
8.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
შშმ პირთა დახმარება. პროგრამული კოდი 060209. წლიური დაფინანსება 32 000 ლარი
9.1. 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. წლიური დაფინანსება 10 000 ლარი.
9.1.1. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით .
9.1.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
9.1.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
9.2. შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიების დაფინანსება. წლიური დაფინანსება 10 000 ლარი;
9.3. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:
ა) შშმ პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ ოპერაციისათვის გარკვეული თანხით დახმარება.
ბ) უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა.
გ) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება.
დ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა.
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება.
სულ 12 000 ლარი.
9.2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება. წლიური დაფინანსება 2 400 ლარი. პროგრამული კოდი 060210
10.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად – 200 ლარის ოდენობით.
10.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
10.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება. წლიური დაფინანსება 1600 ლარი. პროგრამული კოდი 060211
11.1. პროგრამით ისარგებლებენ:
დღეგრძელი მოქალაქეები – თითოეული ერთჯერადად – 400 ლარის ოდენობით.
11.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
11.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება. წლიური დაფინანსება 33 000 ლარი. პროგრამული კოდი 060212
12.1. პროგრამით ისარგებლებენ:
დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში – 170 ლარის ოდენობით.
12.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
12.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება. წლიური დაფინანსება 5000 ლარი. პროგრამული კოდი 06 02 13
13.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) 0-18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები და რომელთაც მიმდინარე წელს უსრულდება 18 წელი.
ბ) დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე - 100 ლარის ოდენობით.
13.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
13.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი. პროგრამული კოდი 06 02 14
14.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) მარტოხელა მშობლები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.
14.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა;
დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
14.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. წლიური დაფინასება 10 000 ლარი. პროგრამული კოდი 06 02 15
15.1. პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.
12.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
15.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
მარტოხელა და დევნილ ოჯახთა მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი. პროგრამული კოდი 06 02 16
16.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) მარტოხელა (მემკვიდრის გარეშე დარჩენილი) გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ხარჯების მისაღებად შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მერის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი და დევნილთა ოჯახები.
ბ) სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად გაიცემა 300 ლარი.
16.2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა და/ან დევნილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) დევნილის სტატუსი (დევნილის შემთხვევაში)
დ)) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა (მემკვიდრის გარეშე დარჩენილის შემთხვევაში)
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
7.4.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 427 000 ლარი.
სოცილური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ასიგნებათა განაწილების ცხრილი
№
ღონისძიებების დასახელება
სულ გასაცემი თანხა
გასაცემი თანხა ერთეულზე
შენიშვნა
1.
სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის
162 000
-----
2.
დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.
2 000
250
3.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის.
3 000
200
4.
უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის
50 000
-----
5.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
30 000
ა.
ბ.
გ.
დ.
მე-2 შვილის შეძენისათვის
200
მე-3 შვილის შეძენისათვის
300
მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის
400
ტყუპების შეძენისას
600
6.
სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი
40 000
-----
ა.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დახმარება
10 000
ბ.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის.
30 000
7.
კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ფინანსური დახმარება
40 000
-----
8.
ვეტერანთა დახმარებისათვის
10 000
-----
9.
შ.შ.მ. პირთა დახმარება
32 000
-----
ა
18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა ფინანსური დახმარება
10 000
150
ბ
შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების დაფინასება
22 000
10.
ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება
2 400
200
11.
დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება
1 600
400
12.
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება
33 000
170
13.
18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვიანი ოჯახების დახმარება
5000
100
მითითებულია თითოეულ ბავშვზე გასაცემი თანხა
14.
მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება
3 000
200
15.
მრავალშვილიანი ოჯახების ფინასური დახმარება
10 000
50
თითოეულ ბავშვზე
16.
მარტოხელა და დევნილი ოჯახების გარდაცვლილ წევრთა დაკრძალვის ხარჯები
3 000
300
სულ.
427 000