ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. ბაღდათი
|
|
2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი
პროგრამული კოდი 0602
1.1.1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან/და წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც აღწერილი იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დახმარების აუცილებლობა.
ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.
1.1.2. სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფა შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს წარმოდგენილი თანხის ნახევრისა.
ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, არაუმეტეს 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %.
გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2001 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარისა.
დ) თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 2001 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 600 ლარისა.
ე) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისიის“ (შემდგომში კომისიის) გადაწყვეტილებით.
ვ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
1.1.3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
1.1.4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
ბ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შშმ პირები.
გ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
დ) ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
ე) თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
ვ) ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
ზ) პაციენტის მიერ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
1.1.5. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
1.2 ქიმიოთერაპიით მკურნალობის თანადაფინანსება.
1.2.1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას.
1.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ან ფარმაცევტული კომპანიიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);
1.2.3. თანადაფინანსება მოხდება ამავე მუხლის 1.1.2. პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
1.2.4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
1.2.5. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით - ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
2.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (მშობელი, მეუღლე ან შვილი) - ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.
3.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი, თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.
4.3. მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.
4.4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4.5. მრავალსულიანი (ოთხი და მეტი წევრი) ოჯახის მომართვისას, უფასო სასადილოს ბენეფიციარად შეირჩევა არაუმეტეს სამი პირისა.
4.6. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სიაში.
4.7. კომისია უფლებამოსილია უარი უთხრას პირს უფასო სასადილოს მომსახურების მიღებაზე, თუ იგი, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახები, რომელთაც შვილი შეეძინათ 2019-2020 წლებში და არ უსარგებლიათ აღნიშნული დახმარებით.
ა) მე–2 შვილის შეძენისას 200 ლარი,
ბ) მე–3 შვილის შეძენისას 300 ლარი,
გ) მე–4 და შემდეგი შვილის შეძენისას 400 ლარი,
დ) ტყუპების შეძენისას 600 ლარი
5.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
5.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6.1.1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება.
დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს - 2500 ლარისა.
6.1.2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
დ) ცნობა ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა.
ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
6.1.3. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი (,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი) კომისიის მიერ.
6.1.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
6.2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა. წლიური დაფინანსება: 30 000 ლარი.
6.2.1. ქვეპროგრამის ფარგლებში, მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და /ან სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი და არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, უზრუნვეყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით.
6.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;
დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;
6.2.3. სტიქიით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადასტურება და ქირით გასაყვანი ბენეფიციარის გამოვლენა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ.
6.2.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
7.1.1 ქვეპროგრამით ისარგებლებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს მაინც:
ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, (რაც დადასტუდება ამონაწრით სოციალური სააგენტოდან.)
ბ) ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი: ონკოლოგიური, მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე (და/ან სხვა სახის მძიმე დაავადების მატრებელი), რაც დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით - ფორმა N100.
გ) ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი (და მეტი) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი (რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით).
დ) ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, რაც დადასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან შშს-ს მიერ გაცემული ცნობით.
ე) ოჯახის შემოსავალი სარსებო მინიმუმზე ნაკლებია (რაც დადასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით).
ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირია ( აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში), რაც დადასტურებულია ცნობით ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ.
7.1.2. გადაწყვეტილება, ოჯახის დაფინანსების თაობაზე და (დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში) თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის მიერ.
7.1.3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.
7.1.4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შეფასება ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ.
დ) ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმის/კრიტერიუმების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
7.1.5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
7. 2. გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა გაძლიერების ქვეპროგრამა.
7.2.1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და გადაუდებლად საჭიროებენ დახმარებას.
7.2.2. ოჯახის შეფასება და საჭიროების დადგენა ხდება მოქალაქის განცხადების, მერის წარმომადგენლის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე.
იმ ოჯახების შეფასებასა და საჭიროებების დადგენას, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვი/ბავშვები და იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში, ახდენს ა/ო ,,იმერეთის განვითარების ცენტრი“ და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლი.
თუ ოჯახს არ ჰყავს არასრუწლოვანი, იმყოფება კრიზისულ ვითარებაში და საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, მის შეფასებას, მერის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძვეზე, ახდენს მერის წარმომადგენელი შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი.
7.2.3. უფლებამოსილი პირის მიერ მომზადებულ შეფასებას განიხილავს და დასკვნა-რეკომენდაციას ამზადებს აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა/ო იმერეთის განვითარების ცენტრის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებისაგან.
7.2.4. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა-რეკომენდაციის საფუძველზე, ოჯახისათვის საჭირო მომსახურების სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს ჯგუფში წარმოდგენილი სამსახურები. გამოკვეთილი საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი თითოეულ ოჯახზე გასცემს მატერიალურ დახმარებას არაუმეტეს 1000 ლარისა.
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - თითოეული 300 ლარის ოდენობით და მარჩენალდაკარგულები თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები თითოეული - 200 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად გაჭირვებული ვეტერანები, თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით.
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები თითოეული - 100 ლარის ოდენობით.
8.2. ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) შერჩევა მოხდება მერის წარმომადგენლებისა და ვეტერანთა გაერთიანებების მიერ (ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე), მათი ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.
8.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
9.1.1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.
9.1.2. დახმარების მისაღებად შშმ პირის მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.
9.1.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
9.2. შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიების დაფინანსება. წლიური დაფინანსება 10 000 ლარი;
9.2.1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) განცხადება (მუნიციპალიტეტის მერის სახელზე);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ფორმა N100ა).
ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.
9.2.2. გადაწყვეტილებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსების თაობაზე, იღებს ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინასების განმსაზღვრელი კომისია“.
9.2.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.
9.3. შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა.
9.3.1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები გადაადგილებაშეზღუდული (ეტლით მოსარგებლე და საწოლს მიჯაჭვული) შშმ პირები, რომლებსაც აქვთ პამპერსის გამოყენების საჭიროება.
9.3.2. ქვეპროგრამით განსაზღვრული შშმ პირები საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 100 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებებით (პამპერსი, სველი ხელსახოცი, პამპერსის ზეწარი, პუდრი, კათეტერი).
9.3.3. ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღები შშმ პირის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) ასლი;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო დოკუმენტი (ფორმა N100ა), სადაც რეკომენდაციის ნაწილში მითითებული უნდა იყოს პამპერსის გამოყენების საჭიროება.
9.3.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
9. 4. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:
ა) შშმ პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ ოპერაციისათვის გარკვეული თანხით დახმარება.
ბ) უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა.
გ) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება.
დ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა.
ე) შშმ პირთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მიზნით, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
ვ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება.
სულ 12 000 ლარი.
9.4.1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად - 200 ლარის ოდენობით.
10.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
10.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
დღეგრძელი მოქალაქეები - თითოეული ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით.
11.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
11.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში - 170 ლარის ოდენობით.
12.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
12.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) 0-18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები (და რომელთაც 2020 წელს შეუსრულდათ 18 წელი).
ბ) დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე - 150 ლარის ოდენობით.
13.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
13.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
14.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
14.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
15.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
დ) მშობლების (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობს ასლი.
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
15.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
16.2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
დ) გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
16.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
16.4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ თანხის მიზნობრივად გამოყენებს შესახებ.
ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;
ბ) თირკმლის უკმარისობა
გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;
დ) შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური განგრენა, დიაბეტური თვალი);
ე) პარკინსონის დაავადება;
ვ) ეპილეფსია;
ზ) ბრონქული ასთმა;
თ) მიასთენია;
ი) ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი);
კ) ცერებრალური დამბლა;
ლ) ფსორიაზი;
მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;
ნ) პნევმონია;
ო) წითელი მგლურა
პ) გლაუკომა, კატარაქტა;
ჟ) ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა,
რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ს) წითელი ქარი
ტ) სეფსისი, პერიტონიტი
უ) სოციალურად დაუცველი, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, მიუხედავად დიაგნოზისა.
17. 2. მედიკამენტებით დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად:
ა) ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის 1000 ლარის ოდენობით (სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად), ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის - 100 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის პაციენტებისათვის 50-70 ლარის ოდენობით.
ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
17.3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100ა);
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) ონკოლოგიური სენით დაავადებულები თავისუფლდებიან ამ მუხლის დ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
17.4. ანაზღაურება მოხდება ფარმაცევტული დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
ა) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის დიაგნოსტირების საჭიროება;
ბ) განესაზღვრათ განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროება;
გ) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფი განესაზღვრათ ძირითადად დიაგნოზად/დაუდგინდათ აუტიზმის სპექტრი.
18.2. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება: ა) დიაგნოსტირების საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით;
ბ) ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროების მქონე მოზარდებისათვის არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით, 6 თვეში ერთხელ;
გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერადად.
18.3. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (ან პასპორტის, ან პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის) ასლი.
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებულია ბავშვის ძირითადი დიაგნოზი და/ან დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტირების შედეგი.
ე) მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა;
18.4. მომსახურების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.
ა) მარტოხელა ან მზრუნველობამოკლებული ხანდაზმული, რომელიც არის საწოლს ან სახლს მიჯაჭვული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირი, რომელიც არის საწოლს ან სახლს მიჯაჭვული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს;
გ) ქრონიკული ან დროებითი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი, რომელიც არის საწოლს ან სახლს მიჯაჭვული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს.
19.2. განმცხადებლის მიერ კრიტერიუმის დაკმაყოფილების საკითხს განსაზღვრავს მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების საფუძველზე.
19.3. პროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე (სადაც მითითებული და დასაბუთებული იქნება პოტენციური ბენეფიციარის ბინაზე მოვლის საჭიროება);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პოტენციური ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100ა);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზიდან
ვ) მერის წარმომდგენლის შეფასება, პოტენციური ბენეფიციარისათვის ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ზრუნვის თაობაზე..
ზ) მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნული პროგრამის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დადგენასთან/დადასტურებასთან.
19.4. ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:
ა) ბენეფიციარის გარდაცვალება;
ბ) ბენეფიციარის მომსახურების მიწოდების პროცესში გამოჯანმრთელება;
გ) ბენეფიციარის სხვა ტერიტორიულ ერთეულში (საცხოვრებლად ან სხვა მიზნით) გადასვლა;
დ) ბენეფიციარის სტაციონარულ მკურნალობაზე გადასვლა (ჰოსპიტალიზაცია);
ე) ბენეფიციარის ანდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის უარი მომსახურების მიღებაზე (წერილობითი ფორმით).
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 500 000 ლარი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი (წესი დანართის სახით თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე, ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge 01.01.2019წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016354)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე
დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის