ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
matsne.gov.ge 1,363 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი, გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.08.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.08.2017 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.08.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.01.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №126 2018 წლის 28 დეკემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“, დანართი N 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი 1  ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს. 3. ეს წესი არ ვრცელდება: ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული; ბ)  პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ვანის მუნიციპალიტეტში არ აღემატება ორ წელს; გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ; დ) პირებზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი ან/და მეორე რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე ან მიწის ნაკვეთზე; ე)  ოჯახზე, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და  მისი სარეიტინგო ქულა 200000 და მეტია. მუხლი 2🔗. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია 1. ამ წესის განხორციელების მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ვანის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. 3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 და 92-ე მუხლის მოთხოვნები. 5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი. 6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 7. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 9. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. 10. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. 11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 12. კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 13. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 14. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. 15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3. 16. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იყვნენ დაინტერესებული პირები. 17. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მათ შორის, წესით და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 18. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. 19. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 22. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (მათ შორის, წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი). მუხლი 3🔗. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები 1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის შევსებით და კომისიაში წარდგენით. 2. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულის  საზღვრებში მერის წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები. 3. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. 4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია ვანის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ვანის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. 5. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, ვანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. 6. პირებმა, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში დაკარგეს საცხოვრებელი, ვანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. 7. უსახლკარო პირების რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზე; ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებულია არასწორი ინფორმაცია ან/და ჩადენილია ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის, ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს; გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 8. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას. მუხლი 4🔗. შეფასების პროცედურები 1. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე. 2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით: ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 1-დან 30000-ის ჩათვლით – 30 ქულა; ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 30001-დან 57000-ის ჩათვლით – 25 ქულა; ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-დან 70000-ის ჩათვლით – 20 ქულა; ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70001-დან 100000-ის ჩათვლით – 10 ქულა; ა.ე) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100001-ზე მეტი – 5 ქულა. ბ) შშმ პირი: ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 30 ქულა; ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შშმ პირები – 20 ქულა; ბ.გ) ზომიერად გამოხატული შშმ პირები – 10 ქულა. გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში: გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 10 ქულა გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე – 5 ქულა. დ) მარჩენალდაკარგული პირები – 20 ქულა. ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები – 10 ქულა. 3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით. 4. მინიჭებული ქულა ძალაშია შეფასების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში. 5. დროებითი საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით. 6. შეფასების თანაბარი საბოლოო ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირს/ოჯახს. 7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე. 8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ვანის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად. 9. საცხოვრისით დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება ვანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი. მუხლი 5🔗.  საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები 1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებულ მონაცემებზე (სარეიტინგო ქულა). 2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის, ქულისა და რიგითობის გაუქმებას. 3. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები. 4. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კუთვნილი კომუნალური გადასახადები. 5. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება  წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი 2 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განცხადების ფორმა სარეიტინგო ქულა - ................ № სახელი, გვარი პირადი ნომერი ოჯახების შემადგენლობა (ნათესაური კავშირი) 1. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 2. მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები 3. ზომიერად გამოხატული შშმ პირები პენსიონერი მარჩენალდაკარგული შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: იურიდიული მისამართი: მობილური ტელეფონის ნომერი: