მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-78
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 898 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დეკალიტრი (დალ)
ყურძნის ტკბილის, ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, სპირტიანი სასმელის, დისტილატების და ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელის აღრიცხვისათვის დადგენილი საზომი ერთეული, რომელიც უდრის 10 ლიტრს
მუხლი 3
პროდუქცია
ყურძნის ტკბილი, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, ღვინო, ღვინისა და ჭაჭის დისტილატები, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი და სპირტიანი სასმელი. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ 87% 09.03.2022 ტექნიკური რეგლამენტის − „სპირტიანი სასმელების განმარტების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების, სხვა სურსათის წარდგენისა და ეტიკეტირებისას სპირტიანი სასმელების დასახელების გამოყენების, სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის, სპირტიან სასმელებში სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე სპირტიანი სასმლის კატეგორია 86% 01.12.2025 მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 05.03.2019 ღვინისეული სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 01.03.2022 ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 19.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-78 2019 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 33​6 მუხლის 1​2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 07/12/2017  N1620-რს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული – მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულების“, ,,ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის შესახებ დებულების“, ,,მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების პროცედურებს. მუხლი 2🔗. მიზანი და გამოყენების სფერო 1. წესის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის მოწესრიგება და ამ პროცესების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) შეტყობინების მიწოდება. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ღვინის კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებას, შენახვასა და რეალიზაციას. 3. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ღვინის კომპანიაზე,  რომლის მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეკალიტრი (დალ) – ყურძნის ტკბილის, ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, სპირტიანი სასმელის, დისტილატების და ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელის აღრიცხვისათვის დადგენილი საზომი ერთეული, რომელიც უდრის 10 ლიტრს; ბ) პროდუქცია – ყურძნის ტკბილი, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, ღვინო, ღვინისა და ჭაჭის დისტილატები, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი და სპირტიანი სასმელი. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა 1. ვენახის აღრიცხვა ხორციელდება წელიწადში ერთხელ - ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, „ვენახის აღრიცხვის ჟურნალი“ დანართი №1-ის შესაბამისად. 2. ინფორმაცია რთველის შესახებ ასახული უნდა იქნეს „რთველის ჟურნალი“ დანართი №2-ში. 3. ყურძნის გადამუშავების სეზონზე, ღვინის კომპანიაში მიღებული ყურძნის აღრიცხვა ხდება „ყურძნის მიღების ჟურნალი“ დანართი №3-ის შესაბამისად. 4. მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა ხორციელდება: ა) ღვინის - დეკალიტრებში, 20 ​0C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით; ბ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის - დეკალიტრებში, 20​0C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და კილოგრამებში; გ) დისტილატების, სპირტის და სპირტიანი სასმელის - დეკალიტრებში, 20​0C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და აბსოლუტურ ალკოჰოლში გამოსახულ დეკალიტრებში. 5. ღვინის აღრიცხვა ხდება „ღვინის ბრუნვის აღრიცხვის ჟურნალი“ დანართი №4-ის შესაბამისად. 6. ღვინის დავარგებაზე  ჩაყენებისას ფორმდება „ღვინის დავარგებაზე ჩაყენების აქტი“ დანართი № 5-ის შესაბამისად. 7. ღვინის კომპანიაში ღვინის კუპაჟის ან ეგალიზაციის ჩატარება ფორმდება „ღვინის კუპაჟის აქტი“ დანართი №6-ის შესაბამისად. 8. პროდუქციის სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის აღრიცხვა ხდება „ჩამოსხმის აქტი“ დანართი №7-ის შესაბამისად.  (ნებადართულია ჩამოსხმის აქტის ფორმის ცვლილება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ისე, რომ აქტი სრულად მოიცავდეს დანართში მითითებულ ინფორმაციას). 9. მზა პროდუქციის ბრუნვის აღრიცხვა (მზა ნაწარმის საწყობში) ხდება „მზა ნაწარმის საწყობში პროდუქციის მოძრაობის ჟურნალი“ დანართი № 8-ის შესაბამისად. 10. ღვინის ან ჭაჭის გამოხდის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს „გამოხდის აქტი“ დანართი №9-ის შესაბამისად. 11. დისტილატების დავარგებაზე  ჩაყენებისას ივსება „ღვინის (ჭაჭის) დისტილატის დავარგებაზე ჩაყენების აქტი“ დანართი №10-ის შესაბამისად. 12. ბრენდის და ჭაჭის არყის კუპაჟირებისას ივსება „სპირტიანი სასმელების კუპაჟის აქტი“ დანართი №11-ის შესაბამისად.  13. დისტილატების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელის ბრუნვის აღრიცხვა ხდება ცალ-ცალკე „დისტილატების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელის ბრუნვისა და ნაშთების რეგისტრაციის ჟურნალი“ დანართი №12-ის შესაბამისად. 14. ალკოჰოლიანი სასმელების დასამუშავებელი დამხმარე მასალების ბრუნვის აღრიცხვა ხდება „დამხმარე მასალების (საფუარი, საფუარის საკვები, ფერმენტი, ბენტონიტი, ჟელატინი და სხვა დასამუშავებელი მასალები) ბრუნვის ჟურნალი“ დანართი №13-ის შესაბამისად. 15. კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ბრუნვის აღრიცხვა ხორციელდება „კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ბრუნვა“ დანართი №14-ის შესაბამისად. 16. დასაშვებია ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წარმოება როგორც ელექტრონული, ასევე ღვინის კომპანიის მიერ შემუშავებული განსხვავებული ფორმითაც იმ პირობით, რომ წინამდებარე წესით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად იქნება ასახული. 17. ამ მუხლში მოყვანილი ინფორმაცია, რომელიც ასახულია სხვადასხვა ტექნოლოგიურ ჟურნალებსა და აქტებში, დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერებით ლაბორატორიულ ჟურნალებში. 18. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისას სავალდებულოა მიკვლევადობის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 5🔗. შეტყობინების პროცედურები ღვინის კომპანია ვალდებულია  სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია:  ა) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის მოძრაობის შესახებ, „ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის მოძრაობის შესახებ“ დანართი №15-ის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი ივლისისა; ბ) ვენახის შესახებ „შეტყობინება ვენახის შესახებ“ დანართი №16-ის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 10 იანვრისა; გ) ყურძნის გადამუშავების შესახებ, „შეტყობინება -- წლის სეზონზე ყურძნის გადამუშავების შესახებ“ დანართი №17-ის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა. დასაშვებია ღვინისა და ლექის (ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში – ღვინის, ჭაჭისა და ლექის) ჯამური რაოდენობის მითითება. ამ შემთხვევაში შეტყობინებაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი; დ) ღვინის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, პირველი იანვრის მდგომარეობით, არაუგვიანეს ყოველი წლის 10 იანვრისა, „შეტყობინება ღვინის კომპანიაში ღვინის ბრუნვის შესახებ“ დანართი №18-ის შესაბამისად; ე) ღვინის დისტილატის, ჭაჭის დისტილატისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, არაუგვიანეს 10 იანვრისა უნდა განხორციელდეს „შეტყობინება ღვინის დისტილატის, ჭაჭის დისტილატის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ“ დანართი №19-ის შესაბამისად; ვ) ბრენდის, ჭაჭის არყისა და მაგარი სასმელის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, არაუგვიანეს 10 იანვრისა, „შეტყობინება ბრენდის, ჭაჭის არყის და მაგარი სასმელის ბრუნვის და ნაშთების შესახებ“ დანართი №20-ის შესაბამისად.