მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-206 |
|
2019 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები“.
|
ა) მეღვინეობის პროდუქცია – მეღვინეობის პრაქტიკაში ყურძნისგან წარმოებული პროდუქტები – ღვინო, ღვინისა და ჭაჭის დისტილატები, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი, ბრენდი, ჭაჭის არაყი, მაგარი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი;
ბ) მეღვინეობის პროდუქციის მოცულობა – მეღვინეობის პროდუქციის მოცულობა დეკალიტრებში, 200 C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით;
გ)მეღვინეობის პროდუქციის ბუნებრივი დანაკარგების ნორმა – მეღვინეობის პროდუქციის დანაკარგის დასაშვები, ზღვრული ოდენობა, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული ტექნოლოგიური პროცესებითა და ბუნებრივი აშრობა-დანაკარგებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით მეღვინეობის პროდუქციის საწყის მოცულობასთან მიმართებაში.
2. ღვინის შენახვისა და ტექნოლოგიური დამუშავების დროს ბუნებრივი დანაკარგების ნორმების გამოყენება დასაშვებია მისი (ღვინის) ლექიდან მოხსნის შემდეგ.
3. მეღვინეობის პროდუქციის ფაქტობრივი დანაკარგების გამოვლენა ხორციელდება მხოლოდ დანაკლისის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ხოლო მათი ჩამოწერა – იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც ადასტურებენ ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებასა და ამ პროცესებში მონაწილე პროდუქციის მოცულობას.
4. ღვინის შენახვისა და დაძველების მთელი პერიოდის განმავლობაში დანაკარგის გაანგარიშებას აწარმოებენ ყოველთვიურად, ღვინის საშუალო თვიური რაოდენობის გათვალისწინებით. ღვინის საშუალო თვიური რაოდენობის გაანგარიშება ხდება მისი ყოველდღიური ნაშთების ჯამის გაყოფით მოცემული თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.
5. ღვინის ტექნოლოგიური კომპლექსური დამუშავების დროს საერთო დანაკარგი გამოითვლება ფაქტობრივად განხორციელებულ თითოეულ ოპერაციაზე დანაკარგთა დაჯამებით.
6. ღვინის ფილტრაციისა და თბური დამუშავების დროს ოპერაციათა დანაკარგს ემატება გადატუმბვის დანაკარგებიც 0,09%-ის ოდენობით.
7. მეღვინეობის პროდუქციის მათ შორის სპირტებისა და დისტილატების დანაკარგების გაანგარიშება შენახვისა და დაძველებისას ხორციელდება ამ მუხლის შესაბამისად.
ა) ღვინის – დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით;
ბ) ღვინისა და ჭაჭის დისტილატების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ბრენდის, ჭაჭის არყის და მაგარი სასმელის – დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და აგრეთვე, დეკალიტრებში, აბსოლუტურ ალკოჰოლზე (შემდგომში – ა.ა.) გადაანგარიშებით;
გ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის – დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და კილოგრამებში;
დ) ბოთლების, ჩაჩის, ეტიკეტის, ყუთის – ცალებში;
ე) ცვილის – კილოგრამებში.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
- „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 05.03.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-206. სარეგისტრაციო კოდი — 340050000.22.023.016574.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.02.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №2-206, 05.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016574 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4475042/