დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №665 |
|
2018 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება (დანართი №1.1);
ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2);
გ) საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება (დანართი №1.3);
დ) პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.4);
ე) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით) (დანართი №1.5);
ვ) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.6);
ზ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ (დანართი №1.7);
თ) დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე საინფორმაციო სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა (დანართი №1.8);
ი) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა (დანართი №1.9).
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 700 000 (შვიდასი ათასი) ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი - 27 05) გათვალისწინებული ასიგნება.
3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით.
1. სამუშაოს მაძიებლები.
2. დამსაქმებლები.
3. სოციალური პარტნიორები.
4. მასმედიის წარმომადგენლები.
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და, მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის, შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან.
3. სააგენტომ ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა.
4. დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის.
5. დასაქმების აგენტი – დამსაქმებელთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირი.
6. დასაქმებული – პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ სიტყვიერად და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შრომის ბაზარზე დასაქმებული პირი.
7. სააგენტო ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად.
სამინისტროს დაევალოს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ზედამხედველობა.
დანართი №1.1
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება
ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის ანგარიშის მექანიზმის დახვეწა-განვითარება.
1. www.worknet.gov.ge-ის სისტემაში არსებული მოდულების გაუმჯობესება/განვითარება, დამსაქმებლების რეგისტრაციის პროცესის გამარტივება. სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება. ვაკანსიის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება. ადმინისტრირების სისტემის განსაზღვრა-გამართვა.
2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და ანგარიშის დამუშავება. ადმინისტრირების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების ფუნქციის გამართვა.
3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის განვითარება.
4. საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სახელმწიფო პროგრამების რეგისტრაციის სერვისის განვითარება.
5. სისტემის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა დამუშავებულ სტატისტიკური ანგარიშების შესაძლებლობას.
დანართი №1.2
შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.
ა) ჯგუფური კონსულტირება – ჯგუფური კონსულტირება არის კონსულტირების პროცესის სახეობა, რომელიც კონცენტრირებულია სამუშაოს მაძიებლის დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრაზე ჯგუფური დინამიკის გამოყენებით. ჯგუფური კონსულტირების ტექნიკა და მეთოდი გამოიყენება გამოცდილების, პიროვნული განვითარების შესაძლებლობების გასაზიარებლად და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ზრდისთვის;
ბ) ინდივიდუალური კონსულტირება – ინდივიდუალური კონსულტირება – პროცესი, რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას.
1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში კვარტალში ერთხელ და ინდივიდუალური კონსულტირება უწყვეტ რეჟიმში.
2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/ დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები) თანამშრომლობით, ახალგაზრდებისა (პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ჯგუფური კონსულტირებების ორგანიზება.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებები. კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.3
საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება
ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტიანი დაკავშირება და/ან ასეთი დაკავშირების ხელშეწყობა.
1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ.
2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტიანად უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის განვითარება ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმების კერძო სააგენტოებთან, მუნიციპალურ დონეზე.
3. არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა www.worknet.gov.ge -ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისაგან და დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში მასობრივი გასაუბრების ორგანიზება.
1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
2. დამსაქმებლები.
3. დასაქმების კერძო სააგენტოები.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა, დამსაქმებლების მიერ მიწოდებული ვაკანსიების რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა და ამ მომსახურების ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა.
დანართი №1.4
პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე
ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში.
ა) პროფესიული კონსულტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები) – წარმოადგენს სპეციფიკურ საქმიანობას, რომელიც ორიენტირებულია, დაეხმაროს პიროვნებას, რათა მან შეძლოს დამსაქმებელთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, საკუთარი ინდივიდუალური თვისებებისა და შრომის ბაზარზე არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, მისი მიზანია, დაეხმაროს სერვისის მიმღებს საკუთარი ინტერესების, სურვილებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში. საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ობიექტურ შეფასებაში, მისი კომპეტენციების ნაკლოვანების გამოვლენაში (თუკი ასეთი არსებობს), დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განსაზღვრასა და მათი შეძენა/განვითარების გზების დადგენაში;
ბ) კარიერის დაგეგმვა – არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებელს, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას სჭირდება პროფესიულ მომავალთან დაკავშირებული არჩევანის გასაკეთებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად, მისი მიზანია დაეხმაროს სამუშაოს მაძიებელს საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია.
1. საქართველოს მასშტაბით, კონკურსის წესით შერჩეული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტების მომზადება.
2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
3. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება, 2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №676 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის“ შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები. პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი 1.5
მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით)
ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა.
ამ ღონისძიების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი) – პირი, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც დადასტურებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნით;
გ) ბენეფიციარი – შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდები (შემდგომში – ახალგაზრდები), მოწყვლადი ჯგუფებიდან, (დევნილები, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირები), შშმ პირები და ის სსსმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნას და გამოხატავენ ამ ღონისძიების ფარგლებში დასაქმების სურვილს;
დ) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილოება მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირების დასაქმებას;
ე) შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (შემდგომში – სუბსიდირება) – ახალგაზრდები, შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არა უმეტეს 470 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ვ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ზ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი) – არის პირი, რომელიც არის შუალედური რგოლი და ახორციელებს, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებელ შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშუამავლო მომსახურების გაწევას ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებისა და მისი შენარჩუნების მიზნით, მეორე მხრივ, პოტენციური დამსაქმებლებისათვის აღნიშნული სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მათი ცოდნის, უნარებისა და ინტერესების შესაბამისად.
ა) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიწოდებული მომსახურება, რაც მოიცავს სამუშაოს მაძიებელი შშმ და სსსმ პირთათვის კონსულტირებას, უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველყოფისა და მოტივაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს მოძიებას/შეთავაზებას;
ბ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დამსაქმებელთან აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს დამსაქმებლებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
გ) სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები, შშმ და სსსმ პირები.
ა) სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე;
ბ) პროგრამის ფარგლებში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა.
დანართი 1.5.1
სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი
კომპონენტის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.
1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების, სამუშაო ადგილ(ებ)ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და მათ შესახებ შესაბამის მონაცემთა შეგროვება.
2. სააგენტომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაცო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.
4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით.
5. სუბსიდირების დასრულების შემდგომ, დამსაქმებელი გაუგრძელებს შრომით ხელშეკრულებას ბენეფიციარს არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარს ერთ თვეში.
2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც, სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარისა.
4. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადით, ხოლო თუ დამსაქმებელთან ხელშეკრულება გაფორმდება 2019 წლის მე-4 კვარტალში, სუბსიდირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) თვისა.
5. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც თავის მხრივ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.
7. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები, შშმ და სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ღონისძიებაში.
ამავე კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტოში პროგრამის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
დანართი №1.6
დასაქმების ფორუმების მოწყობა
დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება.
1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და თანამშრომლობის განვითარება.
5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების აღრიცხვა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები.
ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ ორი ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა.
დანართი 1.7
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი მინიმუმ წელიწადში ერთხელ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თვისებრივი კვლევების განხორციელების გზით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევებისა და ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილების გამოვლენა.
1. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით თვისებრივი კვლევის ორგანიზება მინიმუმ წელიწადში ერთხელ ქვეყნის მასშტაბით.
2. კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწა/განვითარება.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
ჩატარებულია კვლევა და წარმოდგენილია კვლევის ანალიზი.
დანართი 1.8
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დასაქმების თემებზე საინფორმაციო სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა
ღონისძიების მიზანია მედიის, საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ.
1. საინფორმაციო სემინარების ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
2. დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/ საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ინფორმირება ქვეყნის მასშტაბით რეგიონების მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
3. წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფებთან საინფორმაციო სემინარების ჩატარება.
4. დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა და გავრცელება.
5. დასაქმების ფორუმებისთვის, საინფორმაციო სემინარებისთვის ბანერების მომზადება.
1. საინფორმაციო სემინარებში მონაწილე დაინტერესებული პირების რაოდენობა.
2. დაბეჭდილია სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
დანართი 1.9
დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებულ სუბიექტთა მაქსიმალური ჩართულობისა და სოციალური დიალოგის განვითარება და სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის სერვისებით გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
1. კონფერენციების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
2. დაინტერესებული მხარეებისთვის (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/ დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, დასაქმების კერძო სააგენტოები და სოციალური პარტნიორები) ჩასატარებელ კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
3. კონფერენციის ორგანიზება.
4. საინფორმაციო მასალების მომზადება და სპეციალური სერტიფიკატების (სიგელების) მომზადება/დაბეჭდვა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.
ჩატარებულია კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
დანართი №11. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და, მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის, შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან. 3. სააგენტომ ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა. 4. დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის. 5. დასაქმების აგენტი – დამსაქმებელთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირი. 6. დასაქმებული – პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ სიტყვიერად და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შრომის ბაზარზე დასაქმებული პირი. 7. სააგენტო ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად.პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე