„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №368 |
|
2018 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის №165 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/11/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“. 2. ბრძანების 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71 1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ამ ბრძანების №7 დანართის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ყველა მოსამსახურეზე, ხოლო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს იმ მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან სამორიგეო ცვლაში.“. 3. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 2 მუხლი: „მუხლი 72 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმების მე-13 მუხლით გათვალისწინებული იმ პენიტენციური დაწესებულებისთვის განსაზღვრული კვების ნორმების შესაბამისად, სადაც მუშაობს შესაბამისი მოსამსახურე. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა დღიური კვება უნდა იყოს ორჯერადი. დღის კვებითი რაციონის წილი სადილისთვის უნდა განისაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი დღიური ენერგეტიკული მაჩვენებლის 40-55%-ით, ხოლო ვახშმისთვის - 25-30%-ით. 3. ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება შესაძლებელია „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროდუქტების ფარგლებში. 4. ამ მუხლით დადგენილი სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების იმ მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24-საათიან სამორიგეო ცვლაში.“. 4. ბრძანების №7 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|