1. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში და უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან განზრახული აქვთ გაემართონ საქართველოს იმ ნავსადგურისკენ, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, მათ შორის:
ა) სამგზავრო გემები, სწრაფმავალი სამგზავრო გემების ჩათვლით;
ბ) 500 და მეტი საერთო ტევადობის (GT) სატვირთო გემები, მათ შორის სწრაფმავალი გემი;
გ) მცურავი პლატფორმა.
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო გემებზე, დამხმარე სამხედრო გემებსა და სახელმწიფო გემებზე, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის.
3. წესის მოქმედება ვრცელდება ნავსადგურზე, რომელიც იღებს ან ამყარებს ურთიერთკავშირს (interface), ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გემებთა