1. ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამშვები პუნქტი – სასაზღვრო ან საბაჟო გამშვები პუნქტი. გემის შემთხვევაში – სპეციალურად განსაზღვრული შემოსასვლელი, საიდანაც ხდება ვიზიტორების დაშვება.
ბ) ფიზიკური უშიშროება (physical security) – ფიზიკური უშიშროება მოიცავს პირების, სერვერების, ინფორმაციის, შენობა-ნაგებობების დაცვას ფიზიკური ქმედებებისგან – ბუნებრივი კატაკლიზმი, ტერორიზმი, ვანდალიზმი და ა.შ.
გ) მუდმივი მომხმარებელი – დამფრახტველი, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველი და გემის მმართველი, მათი მომსახურეები და აგენტები; აღიარებული აგენტი, შემმოწმებელი (სურვეიერი).
დ) მომსახურე პერსონალი – ნავსადგურის ან გემის მომსახურე პერსონალი.
ე) კომპანია – გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელიც ასეთი პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა რომ აეღო ყველა მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაკისრებული ISPS კოდექსის, წინამდებარე წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ვ) უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი/პერსონალი – ნავსადგურის სანავსადგურე ობიექტის კომპანიის უშიშროების ოფიცერი და უშიშროებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთშორისო კოდექსის“ (ISPS Code), ცვლილებათა გათვალისწინებით (შემდგომში – უშიშროების კოდექსი) და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობ