1. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას, გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 (5 თეთრი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.
2. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ს. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მედიკამენტის საბაზრო ღირებულებად მიიჩნევა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული საცალო ფასი და ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია, თანაგადახდის ოდენობა და გაანგარიშების მეთოდოლოგია, მედიკამენტის დასახელება და სხვა (მ.შ., საგამონაკლისო) პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. დაუშვებელია მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახდელის გარდა სხვა რაიმე გადასახდელის გადახდევინება.
4. ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდულ მედიკამენტებში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული თანხა დისტრიბუტორ(ებ)ის მხრიდან ირიცხება პროგრამის განმახორციელებლის ანგარიშზე, განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. დისტრიბუტორი მოსარგებლის მხრიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავისუფლდება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგა