1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“,  „დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით;

ბ) რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით (შემდგომში – №188 დადგენილება)  განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე, რაც უნდა დადასტურდეს:

ბ.ა) №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტით;

ბ.ბ) ან წარდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ფორმით, გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ან საქართველოს ბაზრისთვის;

გ) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წარდგენილ უნდა იქნეს WHO-ის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის თითოეულ ჯერზე მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტის კონკრეტულ სერიაზე გაცემული ხარისხის სერტიფიკატი/ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ შეთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი აკმაყოფილებს მწარმოებლის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდება ქ. თბილისსა და რეგიონებში;

ბ) ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, განმახორციელებლის სახელზე შემოსული ტვირთ(ებ)ის განბაჟებისათვის საჭირო ყველა პროცედურის უზრუნველყოფა;

დ) განმახორციელებლის მიერ შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა/განაწილება ბენეფიციარებზე განახორციელოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის (მონაცემების) და თვითონ ბენეფიციარის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ისა და ექიმის რეცეპტის წარდგენის საფუძველზე;

ე) განმახორციელებლის მიერ დადგენილი სხვა პირობების შესრულება.

3. დაუშვებელია ბენეფიციარზე ერთ ჯერზე 3 თვის სამყოფ ოდენობაზე მეტი ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა.

4. ბენეფიციარზე მედიკამენტის გაცემა ხორციელდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზების შესაბამისად.

5. დაავადებათა ჩამონათვალი (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD10) მიხედვით) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ