1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტები, ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.
2. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“, „დ“, ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში B და С ჰეპატიტების კონფირმაციული კვლევებისათვის საჭირო ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტების, საკვები დანამატის და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ორსულზე ხორციელდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლის მიერ.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ და ,,ვ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტები სააგენტოს მიერ გადაეცემა სტაციონარული სამეანო სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მოთხოვნის შესაბამისა