1. პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს განმახორციელებლები განსაზღვრავენ სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების და მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების და არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
6. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მე-3 მუხლის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტ-სისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტესტ-სისტემების გადაცემის თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.
8. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტ-სისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება:
ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისათვის, გარდა მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისა, რომლებზეც ტესტებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრის მეშვეობით;
ბ) გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის.
9. ცენტრი ახორციელებს მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებების უზრუნველყოფას სკრინინგული კვლევებისათვის საჭირო სახარჯი მასალით, 2018 წელს შესყიდული მარაგების ამოწურვამდე, რომლის შემდეგაც სახარჯი მასალების ღირებულება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებისათვის ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 7.2-ით განსაზღვრული ტარიფისა, ხოლო მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების მიმწოდებლების სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა განხორციელდება „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევის ტესტ-სისტემებთან ერთად.
10. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ ვალდებულია განახორციელოს:
ა) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით დადებითი ორსულების მიდევნება (მ.შ. დაბადების რეგისტრის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით);
ბ) „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით დადებითი სისხლის დონორების მიდევნება დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით.
დანართი 7.1 აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა
ამბულატორიული და სტაციონარული დახმარებით
№
მომსახურება
ღირებულება
(ლარი)
1
შიდსი (ამბულატორიული მომსახურება)
1.1
პირველი ვიზიტი (გაფართოებული)
560
1.2
პირველი ვიზიტი (სტანდარტული)
280
1.3
განმეორებითი ვიზიტი (გაფართოებული)
352
1.4
განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული)
140
1.5
ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მძიმე)
400
1.6
ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (საშუალო)
175
1.7
ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მსუბუქი)
70
1.8
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (გაფართოებული)
520
1.9
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (საშუალო)
170
1.10
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (რუტინული)
80
1.11
C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი
350
1.12
ანტირეტროვირუსული მკურნალობის მონიტორინგი
11
1.13
ექიმის ვიზიტი პაციენტთან
35
1.14
პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (პირველადი ჩართვისას)
131
1.15
პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (განმეორებითი (სტანდარტული))
70
1.16
პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (განმეორებითი (გაფართოვებული)
131
1.17
პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა
56.9
2
შიდსი (სტაციონარული მომსახურება)
2.1
შიდსის სტაციონარული მომსახურება (საშუალო)
1840
- B22.7, R50, R50.7 უცნობი ეტიოლოგიის ცხელება (2 კვირაზე მეტი) (პაციენტში გამორიცხულია ტუბერკულოზი), რომელიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებითა და ანტივირუსული საშუალებებით თერაპიას ამბულატორიულ პირობებში.
- B20.7 J12.0-J12.9, J13, J14, J15.0-J15.9, J16, J17*-17.8*, J18.0-J18.9 პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შერეული გენეზის), საშუალო სიმძიმის, გარდა ტუბერკულოზური ეტიოლოგიისა;
- B22.7, B21.1, B21.2, B22.0, A81.2 ცნს დაზიანებანი (ლიმფომა, პმლ, ენცეფალოპათია, სხვა), რომლის მართვაც ვერ ხერხდება ამბულატორიულად;
- B20.3 , B02 ჰერპეს ზოსტერი;
- B20.4, B20.5 სოკოვანი ინფექციები საყლაპავის, კუჭის, ნაწლავთა, მაგ, როცა პაციენტს არ შეუძლია საკვების მიღება, გაუწყლოებაა და მისი მართვა ვერ ხერხდება ამბულატორიულად;
- B20.7, A02, A03, A04, A05, A06, A07, A09 დიარეა (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტებით გამოწვეული) საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას;
- B22.7, D61.1, არვ პრეპარატების თანმხლები გვერდითი მოვლენები (ანემია, პანციტოპენია);
- B22.7, K74.0-K.74.6 ღვიძლის ციროზი, ჩაილდ-პიუ A და В კატეგორია;
- В23.1 აივ გენერალიზებული პერსისტული ლიმფადენოპათია;
- В20.3, А60.0, А60.1, А60.9 ანოგენიტალური ჰერპესული წყლულები;
- В20.8, А50, А51, А52, А53, А54, А55, А56 აივ-ინფექცია/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სიფილისი, გონორეა, არაგონორეული ურეთრიტი, ეენერიული ლიმფოგრანულომა და სხვა);
- В22.0 აივ ენცეფალოპათია – საშუალო სიმძიმის;
- В22.7, G95.9 აივ მიელოპათია – საშუალო სიმძიმის;
- В22.1 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ინტერსტიციული პნევმონიტი.
2.2
შიდსის სტაციონარული მომსახურება (მძიმე)
4200
- В 20.5, В45.0-В45.9 კრიპტოკოკური ინფექცია, პნევმონია, მენინგიტი
- B20.8, B58.2 + ცერებრული ტოქსოპლაზმოზი;
- B20.3, B02.0+, B02.1+, B00.3+, B00.4+ ჰერპესული ინფექცია (HSV, VZV)- ენცეფალიტი, მენინგიტი, მიელიტი;
- B20.2, B25.0-B25.9 ციტომეგალოვირუსული დაზიანება ორგანოების (ენცეფალიტი, რეტინიტი, ეზოფაგიტი, კოლიტი, ჰეპატიტი);
- B20.1, A.52.1 ნეიროსიფილისი;
- B20.1, G00-00.9, G 01*, G 02* ბაქტერიული მენინგიტი;
- B20.8, B55.0-B55.9 ვისცერული ლეიშმანიოზი, მძიმე;
- B20.6 პნევმოცისტური პნევმონია;
- B20.7 J12.0-J12.9, J13, J14, J15.0-J15.9, J16, J17.0*-17.8*, J18.0-J18.9 პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შერეული გენეზის), მძიმე, არა ტუბერკულოზური გენეზის;
- B20.0 მიკობაქტერიული ინფექცია;
- В20.7,B37.6+, I33.0, I33.9 ენდოკარდიტი (მწვავე, ქვემწვავე, გახანგრძლივებული, ბაქტერიული, კნდიდოზური, დაუზუსტებელი);
- В20.7, А40-А40.9, А41-А41.9 სეფსისი (ბაქტერიული, სოკოვანი);
- В22.7, К74.0-К.74.6 ციროზი, ჩაილდ-პიუ В და С კატეგორია;
- В22.7, В15, В16, В17 მწვავე ვირუსული ჰეპატიტი;
- В22.7, К71.1-К.71.9 ტოქსიკური ჰეპატიტი (მწვავე, მედიკამენტოზური);
- В23.0 მწვავე რეტროვირუსული სინდრომი;
- А 81.2 პროგრესული მულტიფოკალური ლეიკონცეფალოპათია;
- В22.7, G61.0, G61.8, G61.9, G62.9, G64 პოლინეიროპათია;
- G 89.3 იმუნური რეკონსტიტუციის სინდრომი;
- В21.0-В21.9 აივ-ინფექცია/შიდსი და ავთვისებიანი სიმსივნეები (კაპოშის სარკომა, ლიმფომა, ანალური კარცინომა, ცერვიკალური კარცინომა და სხვ);
- В22.7, L00-L08, L40.0-L40.9 აივ-ინფექცია/შიდსი და დერმატოლოგიური დაავადებები (ფსორიაზი, გენერალიზებული პიოდერმია, სებორეა, კანის ინვაზიური მიკოზები და სხვ);
- В22.7, I00- I02 აივ-ინფექცია/შიდსი და რევმატოლოგიური დაავადებები (ართალგია, მიოპათია, მულტისისტემური მანიფესტაციები და სხვ);
- В22.7, N30-N39, N18.1-N18.9 აივ-ინფექცია/შიდსი და თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები (ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი და სხვ);
- В22.7, I40, I41*, I42, I43*, I51.4, I51.6, I52* აივ-ინფექცია/შიდსი და კარდიოვასკულური დაავადებები (პერიკარდიული გამონაჟონი, არითმია, კორონარული დაავადება, კარდიომიოპათია, მიოკარდიტი);
- В22.0 აივ ენცეფალოპათია-მმიმე;
- В22.7, G95.9 აივ მიელოპათია-მმიმე;
- В20.8, А02.1 სალმონელური სეპტიცემია;
- В20.3, В02.2+, В02.3, В02.7, В02.8 დისემინირებული ზოსტერი;
- В22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი;
- В23.2 აივ ავადმვოფობის შედეგად განვითარებული პემატოლოგიური და იმუნოლოგიური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
2.3
შიდსის სტაციონარული მომსახურება (კრიტიკული)
7850
- B22.7, R57, R57.1, R57.2, R57.8, R57.9 , T78.2 ყველა სახის შოკი (ინფექციურ-ტოქსიკური, ჰიპოვოლემიური, ანაფილაქსიური)
- B22.7 , K72, K72.0, K72.1 K72.9 ღვიძლის უკმარისობა (ღეიძლის ციროზის დროს, ვირუსული, ტოქსიკური ჰეპატიტებისას)
- B22.7, N17-N19, თირკმლის უკმარისობა;
- B22.7, J 96.0 სუნთქვის უკმარისობა;
- B22.7,G.93.6 ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა, კომატოზური მდგომარეობა, სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა ცნს დაზიანების გამო;
- B20.9 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული დაუზუსტებელი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა;
- B23.8 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობანი.
დანართი 7.2 – ტესტირებების ღირებულებები
№
მომსახურება
ღირებულება
(ლარი)
1
ტესტის წინა კონსულტაცია
5.65
2
განმეორებითი სკრინინგი სწრაფი/მარტივი მეთოდით
5.68
3
განმეორებითი ტესტირებებისთვის გამოყენებული განსხვავებული მწარმოებლის ტესტების ღირებულება (ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი ტარიფისა)
5.78
4
სკრინინგი სწრაფი/მარტივი მეთოდით
5.68
5
სკრინინგისათვის გამოყენებული სახარჯი მასალის ღირებულება (ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი ტარიფისა)
0.6
6
ტესტის შემდგომი კონსულტაცია
4.20
7
სისხლში აივ ანტისხეულების განსაზღვრა იმუნობლოტინგის მეთოდით
85
8
მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებითი სამუშაოები; აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით
25
9
ზედამხედველობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებითი სამუშაოები
10
10
სისხლში აივ/დნმ განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით
130.30
დანართი N8
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
(პროგრამული კოდი 27 03 02 0