პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,670.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 500 ლარი თვეში)

3,121.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა, მ.შ:

1,312.0

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ და პენიტენციური სისტემის ფარგლებში არსებული ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

250.0

3

სტაციონარული მომსახურება

9,500.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის (სრული ღირებულების არა უმეტეს 75%) მედიკამენტების შესყიდვა

1,250.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  ფულადი წახალისების დაფინანსება

410.0

სულ

15,670