1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველად პაციენტის გამოკვლევა მოხდა „ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტების გამოკვლევისთვის" არსებული ვაუჩერის ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ-ერთი შესაბამისი ვაუჩერით.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებითა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ცენტრის მიერ და/ან დონორული დაფინანსებით მიწოდებული ტესტ-სისტემებითა და სახარჯი მასალით უზრუნველყონ პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე და C ჰეპატიტზე. C ჰეპატიტის ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრების მეშვეობით, ხოლო აივ-ინფექცია შიდსის ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება უშუალოდ სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორიულ ფთიზიატრიულ, შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე, გარდა ტუბერკულოზის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევებისა) და DOT მომსახურებაზე მოსარგებლეთათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ იმ საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მიეცეთ უფლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისყიდონ შესაბამისი მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა.ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში მონაწილე სამედიცინო პერსონალისთვის – ფთიზიატრის, ბავშვთა ფთიზიატრის, ექთნის/DOT ექთნის (გარდა სოფლის ექიმის პროგრამის სოფლის ექთნის პუნქტზე არსებული პერსონალისა) ანაზღაურება განისაზღვროს – არანაკლებ 460 ლარის ოდენობით ექიმისთვის და არანაკლებ 360 ლარის ოდენობით – ექთნისთვის თვეში;
გ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტების განაწილებისა და ხარჯვის შესახებ;
დ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული პაციენტების შესახებ, მათი მკურნალობის მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტაცია და ასევე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ამბულატორიულ მკურნალობაში ჩართული პაციენტების მკურნალობისადმი დამყოლობის ამაღლების მიზნით შექმნილი ფულადი წახალისების სქემის სამართავად;
ე) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს, დადგენილი ფორმით, მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი რესპირატორების, ასევე პაციენტებისათვის აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგისათვის საჭირო ტესტების და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების მოთხოვნისა და ხარჯვის შესახებ.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმირებული იყოს ცენტრის მიერ კონტაქტების კვლევისთვის განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესახებ და უზრუნველყოს დადგენილი წესით ინფორმაციის გაცვლა მუნიციპალურ სჯდ ცენტრებთან გეოგრაფიული პრინციპით.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეპიდკვლევა ხორციელდება „ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების ეპიდკვლევა“ – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 მაისის №01-88/ო ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად.
7. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურებისთვის მასალის ტრანსპორტირების სქემას განსაზღვრავს ცენტრი.
8. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარისხის კონტროლს ახორციელებს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი" ცენტრთან შეთანხმებული წესით.
9. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
10. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მიღებული მონაცემების პირველადი დამუშავება და დადგენილი ფორმით ცენტრისათვის მიწოდება.
11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან განახორციელონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ტუბერკულოზის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლეების, მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და გაწეული მკურნალობის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა.
12. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ მედიკამენტების მიწოდებას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული პაციენტებისათვის.
13. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესპირატორების და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალოდ აწვდიან ანტიტუბერკულოზურ სამედიცინო სერვისებს.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების, ასევე რესპირატორებისა და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.
15. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიების მიერ კვლევებისათვის გახარჯული რეაგენტებისა და სახარჯი მასალების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ განმახორციელებელთან ყოველთვიურად.
დანართი 6.1 – ერთეულის ღირებულებები
№
მომსახურების დასახელება
ერთეულის ღირებულება
(ლარი)
ამბულატორიული მომსახურება
1
ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)
1.1
მოზრდილი/სამედიცინო პერსონალი
51
1.2
ბავშვი (18 წლამდე)
58
2
ეჭვი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე (გამოკვლევა -ერთეულის ღირებულება)
2.1
ტუბერკულოზური პლევრიტი
152
2.2
ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი
124
2.3
ურო-გენიტალური ტუბერკულოზი
89
2.4
ქალის გენიტალური ტუბერკულოზი
131
2.5
პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი
105
2.6
აბდომინალური ტუბერკულოზი
83
3
ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი)
3.1
სენსიტიური ტუბერკულოზი
59
3.2
რეზისტენტული ტუბერკულოზი (ინტენსიური ფაზა)
174
3.3
რეზისტენტული ტუბერკულოზი (გაგრძელების ფაზა)
93
3.4
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ახალი მედიკამენტებით (ინტენსიური ფაზა)
321
3.5
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ახალი მედიკამენტებით (გაგრძელების ფაზა)
179
3.6
ლატენტური ტუბერკულოზი
30
სტაციონარული მომსახურება
4
ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)
4.1
ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონექტომია)
2575
4.2
აბდომინური ქირურგიული მკურნალობა
1210
4.3
ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა
3930
4.4
საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა
2080
4.5
თორაკოსკოპიული მინი ინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს
1455
4.6
ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე
1165
4.7
ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს
745
5
თერაპიული სტაციონარული მომსახურება (საწოლდღე)
5.1
სენსიტიური ტუბერკულოზი (ქ. თბილისი)
101
5.2
რეზისტენტული ტუბერკულოზი (ქ. თბილისი)
142
5.3
ტუბერკულოზური მენინგიტი (ქ. თბილისი)
133
5.4
სენსიტიური ტუბერკულოზი (რეგიონი)
50
5.5
რეზისტენტული ტუბერკულოზი (რეგიონი)
70
5.6
რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევა (სტაციონარული საწოლდღის ლიმიტი, მაქსიმუმ 4 საწოლდღე)
246
6.
ჯინექსპერტის აპარატზე ნახველის კვლევის ღირებულება
10
დანართი №7
აივ-ინფექციის/შიდსის მართვა
(პროგრამული კოდი 27 03 02 0