„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№688
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.021012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №688

2018 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:

1. მე-12 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით სხვა პირის მიერ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას სპეციალური ჭრები ხორციელდება მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა, დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა). ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე ამ წესის V1 თავის მოთხოვნები არ ვრცელდება.“.

2.  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“.

3. 272 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ერთ წლამდე ვადით მინიჭებისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების (მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური  მიზნით  სარგებლობა) იღებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი მართვის ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა.“.

4. 272 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის  271  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფისა და სპეციალური ჭრების განხორციელების საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, აგრეთვე გრძელვადიანი სარგებლობისას და ტყითსარგებლობის ვადის გაგრძელებისას საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის/ტყითსარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შემდგომ, სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  შესაბამისი მართვის ორგანო.“.

5. 272 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.“.

6. 275 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის საჭიროებისას, სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდში სპეციალური ჭრის განხორციელების მიზნით, სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც განსაზღვრავს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ტერიტორიას, სარგებლობის ვადასა და მოსაჭრელი მერქნული რესურსის სავარაუდო ოდენობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე