ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2993-18
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 24 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ბორენა იობიძე
1. მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
2. მოვალე – ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძე, წარმომადგენლები – გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე
3. კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“, წარმომადგენელი – დავით მესხიშვილი
4. კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“, წარმომადგენელი – კობა ქორიძე, მერაბ როსტიაშვილი
5. კრედიტორი – შპს „ჯიესი“, წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე
6. კრედიტორი – შპს „აია სითი“, წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ განიხილა „ი/მ სოფიო ხამაშურიძის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის (ს/ნ 60003005567) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 22 ნოემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე აღიარებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები. ამავე კრედიტორთა კრებაზე განისაზღვრა შემდეგი კრების დღის წესრიგი, კერძოდ: 1. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება. 2. მორიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრება მოწვეული იქნა 2018 წლის 24 დეკემბერს, 14:00 საათზე;
იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორ შპს „აია სითისა“ და „სს საქართველოს ბანკის“ მიერ წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივრები, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სს „საქართველოს ბანკის“ კერძო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნულ იქნა 2018 წლის 24 დეკემბერს, ვერ შედგა ზემოაღნიშნული კრება. რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორთა კრება მოწვეული უნდა იქნეს სხვა დროისათვის.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს იმავე დღის წესრიგით: 1. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება. 2. მორიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 25 იანვარს, 14:00 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, სხდომის დარბაზი №5).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე ციცინო მოსიძე