საქართველოს აგროკლიმატური ზონების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-49 |
|
2019 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
„ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს №396 დადგენილებით დამტკიცებული „ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
ა) ზღვისპირა სუბტროპიკული ტენიანი და ჭარბტენიანი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ზუგდიდის, ქობულეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
ბ) სუბტროპიკული ტენიანი: აბაშის, მარტვილის, ლანჩხუთის (ზღვისპირა ნაპირის გარდა), სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
გ) ქვემო იმერეთი: ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის, ხონის, წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
დ) რაჭა-ლეჩხუმის დაბლობი: ამბროლაურის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
ე) ზემო იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი: ამბროლაურის, ზესტაფონის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ცაგერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;
ვ) მესხეთის მთაგორიანი: ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
ზ) სამცხე-ჯავახეთის მთაგორიანი: ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მთიანი პლატო;
თ) ქართლის ურწყავი: გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მთისპირა ურწყავი ნაწილი;
ი) ქართლის სარწყავი: გორის, დუშეთის, ქარელის, კასპის, ახალგორის, მცხეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;
კ) ქვემო ქართლის სარწყავი: ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;
ლ) თრიალეთის მთისპირა ურწყავი: ბოლნისის (მთისპირა ნაწილი), მარნეულის (მთისპირა ნაწილი) და თეთრიწყაროს (დაბლობი ნაწილი) მუნიციპალიტეტები;
მ) თრიალეთის მთატყიანი: ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;
ნ) დიდი კავკასიონის მთატყიანი: დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;
ო) სამგორის სარწყავი: გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;
პ) შირაქ -კახეთის სარწყავი ველი: გურჯაანის (უკანამხარე), საგარეჯოს (დაბლობი ნაწილი), სიღნაღის (შირაქის ველი და უკანამხარე) და დედოფლისწყაროს (შირაქის ველი და უკანამხარე) მუნიციპალიტეტები;
ჟ) ალაზნის სარწყავი: ალაზნის ველის სარწყავი ნაწილი, გურჯაანის, სიღნაღის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;
რ) ალაზნის მიღმა ტენიანი: მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის ნაწილი, რომელიც მოიცავს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დაბლობ ნაწილს;
ს) მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირის ურწყავი ნაწილი: ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის წინამხარის დაბლობის ურწყავი ნაწილი;
ტ) წალკის მთაგორიანი: წალკის მუნიციპალიტეტის მთაგორიანი ნაწილი;
უ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის და გორის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;
ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, რაჭა-ლეჩხუმის მთაგორიანი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;
ქ) აჭარა-გურიის მთაგორიანი: ქედის, შუახევის, ხულოს, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი.
ა) კახეთი: ახმეტის, თელავის, ყვარელის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები;
ბ) ქვემო ქართლი: თეთრიწყაროს, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
გ) ქართლი: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, ბორჯომის, ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, დუშეთის, მცხეთის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;
დ) მესხეთი: ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები;
ე) აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი ზონა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, ბორჯომის, ხაშურის, გორის, დუშეთის, თიანეთის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, წალკის მუნიციპალიტეტები და დუშეთის მუნიციპალიტეტის მთიანეთი;
ვ) ზემო იმერეთი: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები;
ზ) ქვემო იმერეთი: ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები;
თ) გურია-სამეგრელო: ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;
ი) რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი ზონა;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სუბტროპიკული დაბლობი;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის:
მ.ა) მეჩაიეობისა და მეციტრუსეობის ქვეზონა: ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები;
მ.ბ) ზემო აჭარის ქვეზონა: ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები.