ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2019 წლის 8 იანვარი დაბა ჩხოროწყუ |
|
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა;
დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა;
ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2019 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);
ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;
ზ) ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება;
თ) გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება;
ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა;
კ) ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება;
ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ნ) შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა;
ო) მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
პ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;
ჟ) „C” ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის სკრინინგული კვლევების თანადაფინანსება.
ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხების გაცემა უნდა მოხდეს დევნილი ვეტერანების ოჯახებზეც;
გ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ომების მონაწილეთა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. 9 მაისთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
4. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
5. სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე წარმოებული ომის მონაწილისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ერთჯერადი დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები.
4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) პირველი-მე-2 შვილის შეძენა – 200 (ორასი) ლარი;
ბ) მე-3 შვილის შეძენა–300 (სამასი) ლარი;
გ) მე-4 შვილის შეძენა–400 (ოთხასი) ლარი;
დ) მე-5 შვილის შეძენა–500 (ხუთასი) ლარი;
ე) მე-6 შვილის შეძენა–600 (ექვსასი) ლარი;
ვ) მე-7 და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი.
5. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
6. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური დახმარება შეადგენს 100 (ასი) ლარს.
7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შემაკავებელი/დამცავი ორდერი);
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
8. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური დახმარება გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოხსნამდე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) ან დედ-მამით ობლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) მშობლის ან მეურვის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით,
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
5. შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან-ხანძრის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის აქტი-სტიქიის შემთხვევაში ან გეოლოგიური დასკვნა- მეწყრის შემთხვევაში;
დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 100 ლარის ოდენობით.
4. დახმარების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი;
ბ) მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები;
გ) მარტოხელა, შრომისუუნარო, უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი;
დ) ხანდაზმული, პენსიონერი მოქალაქეები, რომელთაც არა ჰყავთ მარჩენალი.
5. ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარებით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას.
6. ხანძრის, სტიქიის და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის ქონების არარსებობის შესახებ;
დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მემკვიდრის მოწმობის ასლი;
დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);
ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ;
ე) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. გადაწყვეტილება მიიღება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.
2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:
ა) 200 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 50-დან 100 %-მდე;
ბ) 201-დან 1000-ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 20-დან 40%-მდე ოდენობით;
გ) 1001-დან 2000-ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 40%-მდე ოდენობით;
დ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20-დან 40%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა, სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან 60 %-მდე ოდენობით.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებისთვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან 60 %-მდე ოდენობით.
5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) ანგარიშფაქტურა;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კალკულაცია;
ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;
თ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).
6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები.
7. მერი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს.
8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე.
10. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება.
11. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი.
12. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:
ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული.
ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს;
ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა;
გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით;
დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები;
ე) პირებზე, რომლებიც არიან მწოლიარე ავადმყოფები;
ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე;
ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე;
გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული პირებზე;
დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე.
2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.
2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. პროგრამა ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ მეშვეობით.
2. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სამსახურის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრისგან.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან, თავმჯდომარის დავალებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.
9. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
10. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
12. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა
დანართიეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის (ადგილობრივი და დევნილი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.თავი I
სოციალური დახმარების სახეები