ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
| (ძალადაკარგულია - 15.01.2020, №1) |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2019 წლის 9 იანვარი ქ. ოზურგეთი |
|
ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01);
ბ) დღის ცენტრის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02);
გ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04);
დ) მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05);
ე) ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06);
ვ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07);
ზ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08);
თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09);
ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10);
კ) სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11);
ლ) სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12);
მ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13);
ნ) სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14);
ო) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15);
პ) მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 16);
ჟ) ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 17);
რ) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფა, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპი ა) დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18);
ს) 1 წლამდე ახალშობილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 19).
პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს, ან მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი);
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი);
დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ზ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა, გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე.
პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი;
ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
ა) იმ შემთხვევაში, სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით (არაუმეტეს 200 ლარის);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% მეტია 200 ლარზე, მისი დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარის. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი, თუ არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა;
გ) დაფინანსებას ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ, ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;
დ) განმეორებითი დაფინანსების შემთხვევაში (განმეორებითი ქირურგიული ოპერაცია), პაციენტის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 25%-ის, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის. დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი.
შენიშვნა: აღნიშნული მუხლით, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დაფინანსებაზე გარკვეული ნოზოლოგიების დროს (ზედაპირული მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეეების გეგმურად თანადაფინანსებაზე), რაც ნეგატიურად არ აისახება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე.
3. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);
დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას;
ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით;
გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ე) ზაფხულის სეზონზე ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.
დღის ცენტრი (საქველომოქმედო ასოციაცია ,,გურია“), არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი მხოლოდ მხედველობით შშმ პირები) .
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად, ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით.
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია დახმარება (სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა არაუმეტეს 20000 ლარისა წელიწადში), 6-დან 18 წლამდე ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი თვეში არაუმეტეს 60 ლარის) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში შშმ პირებისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა. წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება (ურთიერთშეთანხმებით, თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას დააფინანსოს თანაგადახდის არაუმეტეს 80%). გათვალისწინებული თანხა 40000 ლარი.
ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის (I ჯგუფის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით. განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
დახმარებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ან გარდაცვლილის მეზობლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) შუამდგომლობა;
ბ) განცხადება
გ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
დ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი);
ე) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი;
ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
1. 3 მარტს – დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება (არაუმეტეს 6000 ლარისა).
2. 9 მაისს – ფაშიზმზე, ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მატერიალური დახმარება და საზეიმო მიღების მოწყობა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).
3. 8 აგვისტო – 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის ფინანსური დახმარება (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).
4. 27 სექტემბერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო-აფხაზეთის ომი) ოჯახების მატერიალური დახმარება (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).
5. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა დახმარება (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).
6. 3 დეკემბერი – განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საერთაშორისო დღე (არაუმეტეს 2000 ლარისა).
7. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ფარგლებში გვირგვინებისა და თაიგულების შეძენა, ღონისძიებების ხარჯები (არაუმეტეს 8700 ლარისა).
8. სხვა სოციალური ღონისძიებები (12300 ლარი).
2. სამშენებლო მასალებით დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (0-დან 200001-მდე);
დ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ფოტოსურათები;
ე) სამუშაო ჯგუფის დასკვნა.
3. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქის განცხადება;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ;
გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება;
დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);
ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ;
ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები;
ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);
დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად.
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა;
ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით;
გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება;
დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება.
2. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაუწიოს პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვებისა და კრიზისის დაძლევაში.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინო, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევეაში);
დ)სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ვეტერანის მოწმობა;
ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად;
ზ)ვეტერანის მოწმობა;
თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულ მუხლზე ვრცელდება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) ინვოისი აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა),
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს ელექტრონული ბაზები (საოფისე პროგრამა excel-ში), რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი მუხლებით გაწეული დახმარებებისა და აღებული ვალდებულებების რაოდენობის კონტროლი, ასევე შესაძლებელი იქნება სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შემოსულ, დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებელ კორესპოდენციებთან დაკავშირებით მუხლობრივად.
3. სამსახური ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია.
4. წინამდებარე წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.
3. მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში რეგისტრაციისას წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოების განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში.
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის.
5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე.
2. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ.
4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ.