⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.02.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 10.01.2019
ძალის დაკარგვა 13.02.2020
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 625 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2019 მიღება
13.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2019 წლის 10 იანვარი ქ. გურჯაანი ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“     საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის   შესაბამისად,  მუხლი 1🔗. განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად. განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად: 1. ცენტრალური ზონა –  შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან ქოროღლიშვილის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, ახტალის ქუჩა, ჯაფარიძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა, ვარაზაშვილის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ჭანტურიას ქუჩა, სიღნაღის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის გადაკვეთამდე, წმინდა ნინოს ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, შარტავას ქუჩა გოძიაშვილის გადაკვეთამდე, ლეონიძის ქუჩა გოძიაშვილის გადაკვეთამდე, გაბაშვილის ქუჩა, მაჩაბლის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, პაიჭაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ქოროღლიშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, ცაბაძის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, კეცხოველის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა, ფურცელაძის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა,  თამარ მეფის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე. 2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, რობაქიძის ქუჩა, ტაბიძის, ერეკლე II-ის, ბარათაშვილის, თბილისის, ლეონიძის ქუჩა გოძიაშვილიდან, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის,  სააკაძის, გამსახურდიას, კარდენახის, თუმანიშვილის, ქეთევან წამებულის,  ასათიანის,  გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩa ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან. 3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში. მუხლი 2🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით: CN = IMG X ITL X C X K,  სადაც 1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG – არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;  3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; 4. C – არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;  5. K– არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 3🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს IMG M= 0,45. მუხლი 4🔗 ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL  შეადგენს: 1. ცენტრალური ზონისათვის – 1,3;  2. შუალედური ზონისათვის – 1,0;  3. პერიფერიული ზონისათვის – 0,7. მუხლი 5🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების    მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24. მუხლი 6🔗 დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 100. მუხლი 7🔗 დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ქალაქ გურჯაანისთვის:  1. ცენტრალური ზონა – 14,04 ლარი; 2. შუალედური ზონა – 10,80 ლარი;  3. პერიფერიული ზონა– 7,56 ლარი. მუხლი 8🔗 მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 5,40 ლარს. მუხლი 9🔗 დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 2,70 ლარს. მუხლი 10🔗 დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თანდართული ნუსხით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 5,40 ლარს. მუხლი 11🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17  იანვრის №2 დადგენილება  (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 18/01/2018, 200140030.35.166.016369). მუხლი 12🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი