შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/25206-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/25206-18    

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

2019 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

 

კრების მდივანი: თეკლა გრიგალაშვილი

1. მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: ქრისტინე კუბლაშვილი

2. მოვალე – შპს ,,საუკეთესო”

დირექტორი – ინგა თხილავა

3. კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მერაბ წირქვაძე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

                                                         დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,საუკეთოს ” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 31 იანვარს 12:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; მომრიგებელი საბჭოს არჩევა;

2.    კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის., დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

       კრების თავმჯდომარე                   გენადი მაკარიძე

      კრების მდივანი                      თეკლა გრიგალაშვილი