შპს „სანზონა ჰაუსის“ გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 7623-18
( 330210318002347658)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2019 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ზაალ მარუაშვილი
განმცხადებელი – შპს „სანზონა ჰაუსი“
წარმომადგენლები: ბადრი ლომთათიძე, ნათია ბაღბაია
საკითხები, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კრედიტორთა პირველი კრების მომდევნო დღის თარიღის განსაზღვრა
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე
გამოარკვია:
2018 წლის 14 თებერვალს შპს „სანზონა ჰაუსის“ წარმომადგენლებმა ბადრი ლომთათიძემ და ნათია ბაღბაიამ განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „სანზონა ჰაუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა კრება პირველი მოწვეული იქნა 2018 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №20 სხდომათა დარბაზში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ. ამავე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც კრედიტორთა პირველ კრებაზე, 2018 წლის 29 ივნისს, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ განხორციელდა, სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დაადგინა:
1. მოვალე შპს „სანზონა ჰაუსის“ (ს.ნ.405161854) გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 30 იანვარს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №59 (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის არჩევა.
1.2. შპს „სანზონა ჰაუსის“ 2018 წლის 26 აპრილის განცხადების განხილვა გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ შპს ,,კოლხეთი გრუპთან“ 02/11/2016წ. დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლო დაფაზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი