სს „მაუდის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე ინფორმაციისა და პროცედურის შესახებ შპს „ეროვნული რეესტრის“ განცხადება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „მაუდის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე ინფორმაციისა და პროცედურის შესახებ განცხადება
სს „მაუდი“ (ს/კ 201955198)
აქციონერების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მაია სვიანაძის მიერ №2/14168-17 საქმეზე 2018 წლის 21 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 31 იანვარს განხორციელდება სს „მაუდის“ (ს/კ 201955198) აქციონერი კომპანიის - Lanner Holding Limited- მიერ დარჩენილი 4,269399%-ის მფლობელი აქციონრებისგან აქციების გამოსყიდვა სავალდებულო მიყიდვის წესის შესაბამისად.
სს მაუდის ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა 8 (რვა) ლარი.
კომპანია Lanner Holding Limited-ი 2019 წლის 31 იანვარს უზრუნველყოფს აქციონერებისთვის აქციების შესაბამისი კუთვნილი თანხების დეპონირებას საბროკერო კომპანია სს „გალტ ენდ თაგარტში“ (ს/კ 211359206).
2019 წლის 4 თებერვლიდან სს „მაუდის“ (ს/კ 201955198) აქციების გამოსყიდვით მიღებული თანხის მისაღებად, აქციონერებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ სს „გალტ ენდ თაგარტს“: ინფორმაციის წინასწარი გადამოწმება შესაძლებია საკონტაქტო ტელეფონებზე: (+995 32) 2444 682, (+995 32) 2444 688, (+995 32) 2444132.
მისამართი: თბილისი, 0102, აღმაშენებლის გამზირი № 79.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ყოფილ აქციონერზე გასცეს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახდენს ამ პირის იდენტიფიცირებას, ანუ თუ მისთვის გადაცემულ გამოსყიდვის რეესტრში დაფიქსირებულია პირადობის დამადასტურებელი ძალაში მყოფი ის დოკუმენტი, რომელსაც წარადგენს აქციონერი.
აქციონერებმა, რომლებზეც რეესტრში დაფიქსირებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტის მონაცემები, აუცილებელია, რომ ახალი პირადობის მოწმობის ან მოქმედი პასპორტის გარდა, წარადგინოს იუსტიციის სახლიდან (სამოქალაქო რეესტრიდან) გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირი ფლობდა საბჭოთა კავშირის დროს გაცემულ პასპორტს შესაბამისი ნომრით; აუცილებელია მოხდეს ყოფილი აქციონერის იდენტიფიკაცია, რისთვისაც მან უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი და სააქციო საზოგადოებისგან გაცემული ცნობა, რომ ეს პიროვნება ნამდვილად წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების თანამშრომელს.
გარდაცვლილი აქციონერების მემკვიდრეებმა უნდა წარმოადგინონ ნოტარიალურად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა სადაც მითითებულია რომ მემკვიდრემ სხვა ქონებასთან ერთად მიიღო საკუთრების უფლება გარდაცვლილის აქციებსა და წილებზე.
აქციონერებს იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ზემოხსენებული ქმედებები (რეესტრში ძველი პასპორტის მონაცემების და/ან მეკვიდრეობასთა დაკავშირებით) შეუძლიათ განახორციელონ:
2019 წლის 30 იანვრამდე შპს ეროვნული რეესტრში (ს/კ 204409906, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართული №6. საკონტაქტო ტელეფონები(+995 32) 2 31 11 73 2019 წლის 4 თებერვლიდან კი, ზემოხსენებული ქმედებები უნდა იქნეს განხორციელებული სს „გალტ ენდ თაგარტში“ (საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 2444 682, (+995 32) 2444 688, (+995 32) 2444132, მისამართი: თბილისი, 0102, აღმაშენებლის გამზირი №79;
აქციონერებს ვთხოვთ, რომ მომასახურების გამარტივების მიზნით, უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდნენ სს „გალტ ენდ თაგარტს” ზემოთ აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე (აგრეთვე შეიძლება მიმართონ ელექტრონული ფოქსტით იმეილზე st@gt.ge ).შესაძლებელია, რომ აქციონერებმა კუთვნილი თანხა მიიღონ სს საქართველოს ბანკის შესაბამისი რაიონის სერვის ცენტრებში. ბანკის სერვისცენტრში მისვლის შემთხვევაში აქციონერი უნდა დაუკავშირდეს სს ёგალტ ენდ თაგარტს” ზემოთ აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე. სს „გალტ ენდ თაგარტი” უზრუნველყოფს ბანკის თანამშრომელთან ერთად მოახდინოს აქციონერის იდენტიფიცირება და მიაწოდოს შესაბამისითანხის გადარიცხვის დავალების ბილეთი. აქციონერის მიერ ხელმოწერილი დავალების საფუძველზე აქციონერი მიიღებს კუთვნილ თანხას მის მიერ მითითებულ პირად საბანკო ანგარიშზე.
შპს ეროვნული რეესტრის
დირექტორი მ. აბრამიშვილი