„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.140.016379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2019 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2016; ს/კოდი: 010250000.35.140.016209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წეს ის:

პირველი   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ასპინძის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა უფლებამოსილების  განხორციელებასთან  დაკავშირებული   ხარჯების   ანაზღაურების   ზღვრული   ოდენობა:

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), მიერ, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2019 წლის 01 იანვრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე