„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2021 წლის 24 დეკემბერი დაბა ასპინძა |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2016; ს/კოდი: 010250000.35.140.016209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წეს ის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა:
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), მიერ, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარი.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 (ასი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი.“.
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|