ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2019 ძალადაკარგული 31.01.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.144.016354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2019 წლის 25 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №01 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/02/2018, 200140030.35.144.016316).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



 

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – ქარელის (შემდგომში – ქარელის)  ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  C= Ix Ix C x K, სადაც;

ა) C არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I არის  ქარელის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42-ს;

გ) Iარის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქარელში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ქარელის მუნიციპალიტეტისათვის უდრის 20-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით   ქარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,42

1

0,24

20

2,016

 

3. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია   ქარელისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,6048 ლარს.

4. დაბა აგარისთვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს.

5. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქარელისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,504 ლარს.

6. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2020.
როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
„ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 25.01.2019. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.144.016354.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №1, 25.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016354 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4461932/