ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2019 წლის 25 იანვარი ქ. ბაღდათი
|
|
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ.ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება); დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 125-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.ბაღდათისათვის ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგინოს 6,75 ლარი (13,5-ის 50%). 4. კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგინოს 67,5 ლარი (13,5 X 5). 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგინოს 4,05ლარი (13,5- ის 30%). 6. „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 70% -ის ოდენობით და შეადგინოს 9,45 ლარი (13,5 -ის 70%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი. |