თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2019
ძალის დაკარგვა 10.03.2020
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 820 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2019 მიღება
10.03.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიგა ორკოდაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თელავის მუნიციპალიტეტის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL
IMG ITL
0,53 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2019 წლის 25 იანვარი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №09 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა  და ნორმატიული ფასის განსაზღვრის  შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29/01/2018, 010250050.35.163.016387). მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიგა ორკოდაშვილი დანართი №1 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება თელავის მუნიციპალიტეტის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL ცენტრალური ზონა ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს): თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე; მელითაურის ქუჩა; თეთრიანის ქუჩა; ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე; ბიბერახის ქუჩა; მარჯანიშვილის ქუჩა;  გიორგი არსენიშვილის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე; გურამიშვილის ქუჩა; ავთანდილ გულიაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე; დოდაშვილის ქუჩა ავთანდილ გულიაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე; ქუჩიშვილის ქუჩა; ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე; ოძელაშვილის ქუჩა; გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე; ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე. 1,3 შუალედური ზონა შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს):  დავითაშვილის ქუჩა; თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩის და შალვა დავითაშვილის ქუჩას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); შალვა დავითაშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე; ქართული უნივერსიტეტის ქუჩა შალვა დავითაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე; გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე; ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე;  თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის №37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა №37-ში მდებარე სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; ალაზნის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ალაზნის სარწყავ არხამდე; სამასი არაგველის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის ქუჩა სამასი არაგველის ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;  დავით აღმაშენებლის ქუჩა  ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე;  ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე. 1 პერიფერიული ზონა პერიფერიულ ზონას მიეკუთვნება თელავის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. 0,7 დანართი №2 თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა . დანართი №3 თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1.  თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ზონაზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:   CN=IMG X ITL XCXK K, სადაც: 1.1.  CN N – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2.  IMG G – არის  თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 1.3.  ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; 1.4.  C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 1.5.  K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.   2.  პირველი პუნქტის მიხედვით, თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,53 1,3 0,24 500 82,68 შუალედური ზონა 0,53 1 0,24 150 19,08 პერიფერიული ზონა 0,53 0,7 0,24 150 13,356 1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრულია შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 10 (ათი) ლარს. 2.  თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს №3 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. 3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება №3 დანართის მე-2 პუნქტით დადგენილი ფასი.