1. შეტყობინებები შეიძლება წარდგენილ იქნეს მხარე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ან მათი სახელით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წარმოადგენენ მხარე სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტით, რომლის მხარესაც წარმოადგენს ეს მონაწილე სახელმწიფო, გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევის მსხვერპლს:

(ა) კონვენცია;

(ბ) კონვენცის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას;

(გ) კონვენცის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვთა ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში.

2. როდესაც შეტყობინების წარდგენა ხდება პირის ან პირთა ჯგუფის სახელით, ეს უნდა მოხდეს მათი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინების წარმდგენს შეუძლია თავისი ქმედებების დასაბუთება მათი სახელით ასეთი თანხმობის გარეშ