შპს „თემოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №2/7720-18 |
|
განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს სახელით |
|
2019 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი |
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
წარმომადგენლები : სალომე გულოშვილი , ნინო მუმლაძე -ბარავკოვი
კრედიტორი : შპს „მირა“, ს /ნ 202218698
წარმომადგენელი : თინათინ ჭუმბაძე
კრედიტორი : შპს „ტექნოკლიმა “, ს /ნ 402009857
წარმომადგენელი : ქეთევან ბერაძე
გაკოტრების მმართველი : აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი : ქრისტინე კუბლაშვილი
მოვალე : შპს „თემო “, ს /ნ 430030236
წარმომადგენელი : გიორგი ზედგინიძე
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „თემოს " მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა და
გამოარკვია :
2017 წლის 19 დეკემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თემოს '' წარმომადგენელმა და შპს „თემოს “ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა .
2017 წლის 29 დეკემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კვლავ განცხადებით მომართა შპს „თემოს “ წარმომადგენელმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნაცვლად , შპს „თემოს '' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს „თემოს " უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ გარემოების გათვალისწინებით , რომ შპს „თემოს “ არ გააჩნია ქონება , არც ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე , საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი . ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ , რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსთვის შპს „თემოს “ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით , განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში , წინააღმდეგ შემთხვევაში , სასამართლო მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოაცხადებდა , რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 14 მარტს , კანონით დადგენილ ვადაში , განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს „თემოს “ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ – შემო სავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ " საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , დაევალა 5 დღის ვადაში 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა .
2018 წლის 27 მარტს , შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემო სავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით . აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემო სავლების სამსახურს და ჩაჰბარდა ადრესატს 2018 წლის 2 აპრილს (ს .ფ . 31).
2018 წლის 16 აპრილს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამატებით 14 დღით გაგრძელება მოითხოვა .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემო სავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით . აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემო სავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 31 მაისს (ს .ფ . 42).
2018 წლის 14 ივნისს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემო სავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 კალენდარული დღით . აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემო სავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 21 ივნისს (ს .ფ . 63).
2018 წლის 25 ივნისს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ – შემო სავლების სამსახურმა და წარმოადგინა 5000 ლარის სსიპ –საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს .ფ . 64-65).
2018 წლის 30 ივნისს , სსიპ – შემო სავლების სამსახურის განცხადება შპს „თემოს '' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში , მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 14 აგვისტოს , 11:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოში .
2018 წლის 14 აგვისტოს , კრედიტორთა პირველ კრებაზე , განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი : ა ) მოვალის ქონების , ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების , ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი . კრედიტორთა კრებაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაზუსტებული მოთხოვნის წარმოდგენის მიზნით პროცესის გადადების თაობაზე . ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის და მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით , კრედიტორთა პირველი კრება მხარეთა თანხმობით გადაიდო 2018 წლის 28 სექტემბერს , 15 საათზე .
2018 წლის 28 სექტემბერს , კრედიტორთა პირველ კრებაზე , განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი – ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება – და აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 199 042.32 ლარის ნაწილში , როგორც მე -4 რიგის მოთხოვნა . შპს „თემოს '' კრედიტორად აღიარებულ იქნა ასევე შპს „მირა '' მოვალე საწარმოს მიმართ არსებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით 8165.42 ლარის ნაწილში , მე -6 რიგის მოთხოვნით . მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით , კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2018 წლის 22 ოქტომბერს , 17 საათზე .
2018 წლის 22 ოქტომბერს , კრედიტორთა პირველ კრებაზე , განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი - მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა . მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრად დანიშნულ იქნა ქეთევანი ლექვინაძე , პ /ნ 60002007604, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალისტი . მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრად არჩეულ იქნა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ლეილა გოგოლაძე , პ /ნ 01008046958. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად შერჩეულ იქნა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე გიორგი ტატალიშვილი , პ /ნ 01016004907. მომრიგებელი საბჭოს წევრებს განემარტათ , რომ მათ 15 დღის ვადაში უნდა შეესწავლათ საზოგადოების სამეურნეო -საფინანსო საქმიანობა და სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინათ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება . 2018 წლის 22 ოქტომბერს , კრედიტორთა პირველი კრება დასრულებულად გამოცხადდა .
2018 წლის 13 ნოემბერს , მომრიგებელი საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს სასამართლოს და წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „თემოს '' გაკოტრების შესახებ .
2018 წლის 20 დეკემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ტექნოკლიმას '' წარმომადგენელმა და შპს „თემოს '' კრედიტორად აღიარება მოითხოვა .
2018 წლის 21 დეკემბერს , კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება შპს „თემოს '' გაკოტრების შესახებ . ამავე კრედიტორთა კრებაზე შპს „თემოს '' კრედიტორად აღიარებულ იქნა შპს „ტექნოკლიმა '' მოვალე საწარმოს მიმართ არსებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით 3188.69 ლარის ნაწილში , როგორც მე -7 რიგის მოთხოვნის მქონე კრედიტორი .
2019 წლის 11 იანვარს , გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა თავისი საბოლოო ანგარიში მოვალე საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ და შპს „თემოს '' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იშუამდგომლა იმ გარემოებების გათვალისწინებით , რომ მოვალე საწარმოს არც რაიმე ქონება , არც დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ არ გააჩნია და , შესაბამისად , შეუძლებელია რომელიმე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება . გაკოტრების მმართველმა განმარტა , რომ გამოიკვლია მოვალე საწარმოს ყველა შესაძლო მოთხოვნა მესამე პირების მიმართ და დაადგინა , რომ ასეთი მოთხოვნები არ არსებობს . გაკოტრების მმართველმა ითხოვა შპს „ეი ემ კომპანის '' მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მოვალე საწარმოს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გადარიცხული 35 ლარის შპს „ეი ემ კომპანისთვის '' უკან დაბრუნება , რადგან აღნიშნული ვალდებულება შპს „ეი ემ კომპანის " მიერ შესრულებული აღმოჩნდა (იხ . 2019 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმი და ტ . III, ს .ფ . 140-143).
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები , მოისმინა კრებაზე გამოცხადებულ მხარეთა პოზიციები და მიიჩნევს , რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა შპს „თემოს '' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის თანახმად , ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად , თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ , მაშინ იმის მიხედვით , თუ როგორია ეს საფუძველი , სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს .
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად , ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების ) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა , შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება .
სასამართლო დამატებით განმარტავს , რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მიზნის - კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების - განხორციელება დამოკიდებულია იმაზე , აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება . მითითებული კანონის მე -3 მუხლის „რ " ქვეპუნქტის შესაბამისად , სამეურვეო ქონება არის ქონება , რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის , ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან /და წარმოებული (შექმნილი ) ქონება როგორც საქართველოში , ისე საზღვარგარეთ , იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება .
განსახილველ შემთხვევაში , საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით , სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებითა და გაკოტრების მმართველის ანგარიშით დასტურდება , რომ მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონება არ გააჩნია - საწარმოს არა აქვს დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ , საწარმოს საკუთრებაში რეგისტრაციას დაქვემდებარებული არც მოძრავი და არც უძრავი ქონება არ გააჩნია . შპს „თემო '' არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის / კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან /და სოლიდარული პასუხოსმგებლობის საზოგადოების პარტნიორად . ასევე , მოვალეს მიმდინარე ანგარიში რომელიმე ბანკში არ გააჩნია . მოვალეს არ გააჩნია ქონება და ვერ უზრუნველყოფს ვერც საპროცესო ხარჯების დაფარვას .
სასამართლო განმარტავს , რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად , კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში , თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება , რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა . კერძოდ , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია , რომ თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება , რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს , აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში . კრედიტორი , რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა , უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია . აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის , რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართეს , მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით . თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს , ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა , ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე , ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში .
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , სასამართლო მიიჩნევს , რომ ვინაიდან მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას , უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება , შპს „თემო '' უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „თემოს '' რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში . ამასთან , აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შპს „ეი ემ კომპანის '' მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი 35 ლარი გადამხდელ საწარმოს უკან უნდა დაუბრუნდეს .
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი . საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური , რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე -9 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის თანახმად , აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი ) ლარისა . ამავე ბრძანების მე -9 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „ა .ა “ ქვეპუნქტების თანახმად , მეურვის ფუნქციის განხორციელებისას , თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს , აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი , მათ შორის , ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი ) ლარისა .
ვინაიდან შპს „თემოს '' მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება , კრედიტორის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს გაკოტრების მმართველის , სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს , მომსახურების საფასური .
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი , მე -5, მე -12, მე -20, 35-ე და 42-ე მუხლებით , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე , 272-ე , 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თემოს '' მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება , შპს „თემო '' გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თემოს '' რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში .
2. სსიპ – შემო სავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 14 ივნისს სსიპ –საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი : 203860642; მიმღები ბანკის კოდი : TBCBGE22; დასახელება : ქ . თბილისი , სს „თიბისი ბანკის “ სათავო ბანკი , საგადახდო მოთხოვნა №119611) შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს , მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით .
3. შპს „ეი ემ კომპანის '' (ს /ნ 404999276) დაუბრუნდეს 2018 წლის 10 აგვისტოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 19 ივლისის N52019 წერილის საფუძვლეზე გადახდილი 35 ლარი . გადახდის დამატებითი რეკვიზიტებია : მიმღების ბანკი - სს „საქართველოს ბანკი '', ბანკის კოდი – BAGAGE22.
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ . №6) განიჩნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .
მოსამართლე : ვერა დობორჯგინიძე .