„სს ტრანსსერვისი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17/1342
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.016472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/17/1342

 2019 წლის 17 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

   

 

კოლეგიის შემადგენლობა :

თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილი − წევრი ;

მანანა კობახიძე − წევრი ;

თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი , მომხსენებელი მოსამართლე .

სხდომის მდივანი : მარიამ ბარამიძე .

საქმის დასახელება : „სს ტრანსსერვისი “ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ .

 დავის საგანი : „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე -12 პუნქტის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლისა და ამავე ბრძანების №1 დანართის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით .

 I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1342) მომართა „სს ტრანსსერვისმა “. №1342 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 20 აგვისტოს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს .

2. №1342 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები , 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები .

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე -12 პუნქტის თანახმად , ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები შესაძლებელია , განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულებით .

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლი მიუთითებს , რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამავე დებულების №1 დანართით . თავად №1 დანართი არეგულირებს აკრედიტაციის დამატებით პირობებს , მათ შორის , ადგენს შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს , განსაზღვრავს აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს , შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს , ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურსა და სხვა საკითხებს .

5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) თანახმად , „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია . დაუშვებელია საკუთრების , მისი შეძენის , გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება “. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე -2 და მე -3 მუხლები (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) ადგენდნენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის წესებს . საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) იცავდა შრომის თავისუფლების უფლებას , ამავე მუხლის მე -2 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) თანახმად , „სახელმწიფო ვალდებულია , ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას . აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა , გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა . მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით “. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტები (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) ითვალისწინებდა შრომითი უფლებების დაცვას .

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , „სს ტრანსსერვისი “ არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მქონე პირი , რომელმაც 2018 წლის 13 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა დამატებით სფეროში აკრედიტაციის მოპოვების მოთხოვნით . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოსარჩელეს უარი უთხრა არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვაზე , რამდენადაც განცხადება წარდგენილ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით განსაზღვრული ვადების დარღვევით .

7. მოსარჩელის განმარტებით , „საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით , ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში , ერთმანეთისაგან გამიჯნულია საქართველოს მთავრობისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციები . საქართველოს კანონმდებლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული მეწარმე სუბიექტები , ხოლო აკრედიტაციის სისტემის წესების , პროცედურების და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა არის აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება . საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების შენობა -ნაგებობების , აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების დადგენა .

8. მოსარჩელის პოზიციით , მოქმედი კანონმდებლობის თანახმად , ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის აკრედიტაციის მოსაპოვებელი მოთხოვნები და წესი უნდა განესაზღვრა აკრედიტაციის ცენტრს და სხვა არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება . აღნიშნულის საპირისპიროდ , სადავო კანონქვემდებარე აქტით საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები და აკრედიტაციის დამატებითი მოთხოვნების დადგენის უფლება მიანიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს .

9. მოსარჩელის მოსაზრებით , ვინაიდან საქართველოს მთავრობას კანონმდებლობით არ გააჩნდა აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება , ამ საკითხის მოწესრიგების უფლების დელეგირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის , თავისთავად , კანონის დარღვევაა .

10. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად , სადავო კანონქვემდებარე აქტები ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონს და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიუთითებს , რომ არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტებით კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლების (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი .

11. მოსარჩელე , დამატებით , მიუთითებს , რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სადავო ბრძანებით , დროში შეიზღუდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოპოვებისა და არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მიღების უფლება . შესაბამისად , გასაჩივრებული ნორმებით ახალ კომპანიებს არ ეძლევათ აკრედიტაციის მიღების , ხოლო არსებულ ცენტრებს ახალი აკრედიტაციის მოპოვების ან აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა . მოსარჩელე მხარის განმარტებით , საქართველოს კანონმდებლობით , აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია და მისი მოპოვება , შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში , ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი . აქედან გამომდინარე , სადავო ნორმებით დაუსაბუთებლად იზღუდება საკუთრებისა და მეწარმეობის უფლებები .

 II

სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით , მოსარჩელეს უფლება აქვს , უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე . ამასთან , სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას .

2. 2019 წლის 21 მაისს მოსარჩელე „სს ტრანსსერვისმა “ მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე . შესაბამისად , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე -2 პუნქტზე დაყრდნობით , №1342 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს .

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის პირველი , მე -2, მე -7, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ს :

1. შეწყდეს საქმე №1342 კონსტიტუციურ სარჩელზე („„სს ტრანსსერვისი “ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ “).

2 .განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი