ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2019
ძალაში შესვლა 15.02.2019
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2019
matsne.gov.ge 792 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2019 მიღება
15.02.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.08.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.07.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.11.2019 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.08.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №84 2019 წლის 30 იანვარი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე  მუხლის  საფუძველზე,   ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დაევალოს ხონის   მუნიციპალიტეტის მერს: 1. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები გარე მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს  წინამდებარე  აქტით  დადგენილი  წესის მოთხოვნებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე. 2. განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 თებერვლიდან.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი ხონის   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ხონის  ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის,  გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსების, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდისა და სხვა ნივთის განლაგება. აღნიშნული ობოექტების განსათავსებლად მიწის საკუთრების უფლების გაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ხოლო თუ მიწა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას მუნიციპალიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით. დ) ბაზრობების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების და სხვა ნივთის განლაგება ე) საქონლის რეალიზაცია საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერე­ბისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან; ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი წინამდებარე წესის მიზანია: ა) ქალაქის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვა; დ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა და ორგანიზება 1. ქალაქ ხონის  ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ხონის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. 2. გარე ვაჭრობის ადგილებისა  და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ხონის  მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ხონის  მუნიციპალიტეტის მერი  უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს: ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 6. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები  მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 7. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი სადღესასწაულო დღეებისა. 8. ქალაქ ხონის   ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი) გარე ვაჭრობა. 9. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 10. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად გამოყოფილ  ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. 11. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი  1. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ხონის  მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. 2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს,  ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.