საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2019
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016336
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 480 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.08.2024 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 14.05.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 04.04.2023 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.11.2021 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 31.08.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2019 წლის 30 იანვარი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი , კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, 151-ე  მუხლის მესამე ნაწილის და 209​3 მუხლის  საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის  (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის)  მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი                                                                                                                                                   დანართი საჩხერის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე     ბინადარი    შინაური     ცხოველ(ებ)ის  (ძაღლი,  კატა  და  სხვა  კომპანიონი   ცხოველ(ებ)ის)   მოვლა-პატრონობისა  და მათი ყოლის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს. მუხლი 2🔗. წესის მიღების მიზანი წესის მიღების მიზანია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. მუხლი 3🔗. ცხოველთა მეპატრონის უფლებები და მოვალეობები 1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს, იყიდოს, იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან ან ქუჩიდან, მიიღოს მემკვიდრეობით ან ანდერძით, ცხოველი ემოციური, ესთეტური ან პრაქტიკული მიზნებისათვის, იყოლიოს იგი იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე. 2. მეპატრონე ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება, კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, საძილე ადგილის გამოყოფა, მოწყობა, დათბუნება, ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებასთან, ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების (საბმელის, ალიკაპის) დაცვით; ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფ პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; გ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველების მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება. დ) სასურველია  წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება; ე) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა. მუხლი 4🔗 დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს. მუხლი 5🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისა და მათი ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 6🔗 ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.